მომავალი საპარლამენტო არჩევნები - რას ამბობს კობახიძე "ოპოზიციის ალიანსის" დასახელებულ პირობებზე

15.05.26 13:21
მომავალი საპარლამენტო არჩევნები - რას ამბობს კობახიძე "ოპოზიციის ალიანსის" დასახელებულ პირობებზე

 

 

"ოცნება" სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ დასახელებული პირობების გათვალისწინებას არ აპირებს - ირაკლი კობახიძემ დღეს მედიას განუცხადა, რომ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი კანონმდებლობით.

რაც შეეხება 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ეს არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამის პირობას ვაძლევ ყველას!

დღევანდელი კანონმდებლობა არის აბსოლუტურად შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან.

ჩვენ ჩავატარებთ დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობით 2028 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს“ - განაცხადა კობახიძემ. 

დღეს "ოპოზიციის ალიანსმა" ის 6 ძირითად მოთხოვნა დაასახელეა, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატრებლად არის მნიშვნელოვანი. 

მოთხოვნები ასე გამოიყურება:

  • პირველი - საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს, უდნა გახდეს სრულად პაროტეტულ პრინციპზე დაფუძნებული. 2020 და 2024 წლის არჩევნების შედეგად ბარიერგადალახული პარტიების საფუძველზე უნდა დაკომპლექტდეს თითო წარმომადგენლით, ხოლო ყველა შემდგომი კომისია უნდა დააკომპლექტოს ახალმა კომისიამ სწორედ ამ პრინციპით. რაც შეეხება 2024 წლის არჩევნებს, რა თქმა უნდა, არ მივიჩნევთ ლეგიტიმურად თუმცა, ბარიერგადალახულის პრინციპიდან გამომდინარე იღებენ ამ მაჩვენებელს.
  • მეორე - ემიგრანტებს უნდა დაუბრუნდეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა. უბნები გაიხსნას ქვეყნით გარეთ, სადაც იქნება ემიგრანტების ის რაოდენობა, რაც დოკუმენტში არის ასახული.
  • მესამე - გამკაცრდეს ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესი, დაემატოს სახის ამომცნობი აპარატები.
  • მეოთხე - აუდიტის, შესწავლა- შემოწმების ნაწილში მოწცვეული იყოს სანდო საერთაშორისო კომპანია, რომელიც აუდიტირებას გაუწევს საარჩევნო პროცესს.
  • მეხუთე- გაიხსნას სიები, შესაძლებელი გახდეს ამომრჩეველთა მონაწილეობის გასაჯაროება.
  • მეექვსე - საარჩევნო დავები განიხილოს სპეციალურად შექმნილმა სასამართლო კოლეგიებმა, რომელი საერთო შეთანხმების საფუძველზე იქნება შედგენილი.