უკრაინის ხელისუფლებისთვის წინაპირობების წამოყენებას არ ვაპირებთ - ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე უკრაინასთან ურთიერთობებთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ 'ოცნება" ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლებისთვის წინაპირობების წამოყენებას არ აპირებს.
უნდა შედგეს უბრალოდ ჯანსაღი დისკუსია ყველა საკითხთან დაკავშირებით, იმედი გვაქვს, რომ ასეთი იქნება უკრაინის ხელისუფლების დამოკიდებულებაც - განაცხადა კობახიძემ.
ჩვენ რა თქმა უნდა, ვერავითარ პირობებს ვერ დავაყენებთ. როდესაც უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯები გადაიდგა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ დავრჩით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში და ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ვაპირებთ, დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, შესაბამისად, არ ვაპირებთ არავითარი წინაპირობების წამოყენებას უკრაინის ხელისუფლების მიმართ და იმედი გვაქვს, რომ უკრაინის ხელისუფლება შეცვლის დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების მიმართ.
თქვენ იცით, რა იყო ეს ნაბიჯები, როდესაც ჩვენ არ დავაწესეთ სანქციები და არ გავგზავნეთ მთავრობის ოფიციალური პირები თანხმობით მოხალისეები საბრძოლველად, ამას მოჰყვა უკრაინის ელჩის გაწვევა საქართველოდან. შემდეგ ჩვენი ელჩი, რომელსაც ერთი დღეც არ დაუტოვებია კიევი, პრაქტიკულად გააძევეს ქვეყნიდან. ამას გარდა იყო პირდაპირი მოწოდებები პრეზიდენტის მთავარი მრჩევლის, უშიშროების საბჭოს მდივნის მეორე ფრონტის გახსნათან დაკავშირებით. ჩვენ არ შეიძლება ვესაუბროთ ერთმანეთს წინაპირობებით. უნდა შედგეს უბრალოდ ჯანსაღი დისკუსია ყველა საკითხთან დაკავშირებით, იმედი გვაქვს, რომ ასეთი იქნება უკრაინის ხელისუფლების დამოკიდებულებაც“, - განაცხადა კობახიძემ.
"პირველებმა" კობახიძეს ჰკითხა მიხაილო პოდოლიაკის შესახებაც, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლებასა და უკრაინისთვის გადაცემაზე საუბრობდა. "ოცნების" ლიდერი ამბობს მიხეილ სააკაშვილის საკითხის განხილვა ქართულ-უკრაინული ურთიერთობის კონტექსტში გამორიცხულია.
დამაზუსტებელ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა საუბარი სააკაშვილის გათავისუფლების საკითხზე უკრაინის რომელიმე ხელმძღვანელ პირთან, მათ შორის ზელენსკისთან, კობახიძემ ასეთი პასუხი გასცა:
ჩვენთვის ვერ იქნება ასეთი თემები საინტერესო, საერთოდ სასაცილოა სააკაშვილის ამ კონტექსტში განხილვა, რომელიც არის ეთნიკურად ქართველი და რომელმაც ჯერ უკრაინას დაუშავა ბევრი რამ და უფრო ადრე დაუშავა საქართველოს ბევრი რამ. ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს არ აქვს ერთწლიანი და ორწლიანი ისტორია, ასეთ პირობებში, ეთნიკურად ქართველი კრიმინალის განხილვა რაიმე სახის წინაპირობად, არის სრულიად გამორიცხული“, - განაცხადა კობახიძემ.
4 მაისს ერევანში ერევანში გამართულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე და მაკა ბოჭორიშვილი უკრაინის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდნენ. საუბარი უკრაინული მხარის ინიციატივით შედგა.
6 მაისს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა ტელეფონით ესაუბრა მაკა ბოჭორიშვილს და თქვა, რომ შეთანხმდნენ ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესზე.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიჰა აცხადებს, რომ გააგრძელებს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებას.