მამუკა მდინარაძის თვითაქტუალიზაციის გარდა, შსს-ში სამმართველოს შექმნა არაფრის მომცემი არ არის - თაზო დათუნაშვილი

18.05.26 14:32
მამუკა მდინარაძის თვითაქტუალიზაციის გარდა, შსს-ში სამმართველოს შექმნა არაფრის მომცემი არ არის - თაზო დათუნაშვილი

„ქართული ოცნება“ დგას სიძულვილის ენაზე და საკუთარი ოპონენტების დემონიზებაზე. ამას თუ შეწყვეტენ, რა თქმა უნდა, რაღაც შინაარსი ექნება ამ ინიციატივას, - ასე შეაფასა  „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა “ქართული ოცნების“ ახალ ინიციატივა, რომელიც საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების კონტროლს შეეხება.

დათუნაშვილის თქმით, ეს არის დამატებითი ბერკეტი, რომელსაც ხელისუფლება ოპონენტების მიმართ ზეწოლისა და დაშინებისთვის გამოიყენებს.

„გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივი და შესანიშნავი მამუკა მდინარაძე იყოს აქტუალიზებული რაიმე ფორმით და ჰქონდეს რაღაც საქმე უპორტფელო მინისტრს, მისი თვით აქტუალიზაციის გარდა, [ეს ინიციატივა] არაფრის მომცემი არ არის.

„ქართული ოცნება“ დგას სიძულვილის ენაზე და საკუთარი ოპონენტების დემონიზებაზე და ზოგადად, ამ 14-წლიან პრაქტიკაზე, რომ ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით. ამას თუ შეწყვეტენ, რა თქმა უნდა, რაღაც შინაარსი ექნება ამ ინიციატივას, მაგრამ ხომ ვიცით ყველამ, მიზანი არის ის, რომ ოპონენტებზე ჰქონდეთ დამატებით არადემოკრატიული ბერკეტი ზეწოლისა და დაშინებისთვის.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლება ჩვენი მოქალაქეების და მისი შეზღუდვა და მარწუხებში მოქცევა ახასიათებს მხოლოდ დიქტატორულ და ავტოკრატიულ რეჟიმებს, შესაბამისად, ჟანრის კლასიკაა და გაგრძელება ხდება ამ ჟანრის. დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივი ინიციატივისთვის მამუკა მდინარაძეს, არაჩვეულებრივი ყმაწვილია“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრების სისტემური მონიტორინგი იქნება - განცხადება სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. 
  • მისი განცხადებით, იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და "სხვა მსგავს ქმედებებს".

 

მსგავსი სიახლეები