"ჩვენ გვჭირდება სინანული" - კობახიძე სინდისის პატიმრებზე

19.05.26 13:12
"ჩვენ გვჭირდება სინანული" - კობახიძე სინდისის პატიმრებზე

"ჩვენ გვჭირდება სინანული პრევენციისთვის" - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა და სინდისის პატიმრების შეწყალებაზე ისაუბრა. 

მისი თქმით, თუ საუბარია შეწყალებასა და სხვა ზომებზე, ამას წინ უნდა უსწრებდეს სინანული და აღიარება. 

იმისათვის, რომ პოლარიზაცია დასრულდეს საჭიროა ქმედებები ორი მხრიდან. ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიხილოთ სინანული და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც ვთქვი რამდენჯერმე, სინანული ჩვენ არ გვჭირდება სუბიექტური ინტერესების გამო, ჩვენ გვჭირდება სინანული პრევენციისთვის. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, თანაც საკმაოდ მძიმე დანაშაული და არც ინანიებს ამ დანაშაულს, ამის მიუხედავად გამოდის გარეთ, ბუნებრივია, ასეთი მოცემულობით პრევენციის ეფექტი ვერ დადგება. ამიტომ, თუ საუბარია შეწყალებაზე, სხვა ზომების მიღებაზე, ამას წინ უნდა უსწრებდეს სინანული და აღიარება. ეს არის მნიშვნელოვანი პრევენციისთვის," - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

სინდისისა და პოლიტიკური პატიმრების შესაძლო შეწყალების საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც არაერთმა მღვდელმთავარმა განაცხადა, რომ ახალი პატრიარქი შიო მესამე ამ თემას ხელისუფლებასთან კვლავ დააყენებს. 

მსგავსი სიახლეები