როგორც უნდათ ისე მოიქცნენ - კალაძე ზაარბრიუკენის მიერ თბილისთან ოფიციალური კავშირის გაწყვეტაზე
როგორც უნდათ ისე მოიქცნენ - ასე პასუხობს კახა კალაძემ გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენის მიერ თბილისთან ოფიციალური კავშირის გაწყვეტაზე დასმულ კითხვას.
თბილისის მერმა დღეს ქალაქებს შორის 51 წლიანი კავშირი ასე შეაფასა: „აქამდე მათთან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა“.
„ეგ მათი უფლებაა, როგორც უნდათ ისე მოიქცნენ. მე 2017 წლიდან ქალაქის მერი ვარ, არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. ერთხელ იყო ჩამოსული დელეგაცია „თბილისობაზე“, - განაცხადა კალაძემ.