მიხეილ კიკნაძე კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

17.11.26 21:44
მიხეილ კიკნაძე კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

მიხეილ კიკნაძე კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამისი ბრძანება ირაკლი კობახიძემ დღეს, 17 ნოემბერს გამოაქვეყნა.

ბრძანებაში მისი გათავისუფლების მიზეზი დასახელებული არ არის.

მიხეილ კიკნაძე კულტურის მინისტრის მოადგილედ 2026 წლის 28 ივლისს, მას შემდეგ დაინიშნა, რაც თინათინ რუხაძემ მინისტრის პოსტი დატოვა.

ის მაია ბითაძის დანიშვნამდე მინისტრის მოვალეობასაც ასრულებდა.

წყარო: პუბლიკა