თუ პარტიული კონიუნქტურა გადაწყვეტს, რომ კალაძე წავიდეს ციხეში, ის წავა ციხეში - თინა ხიდაშელი

17.11.26 20:19
თუ პარტიული კონიუნქტურა გადაწყვეტს, რომ კალაძე წავიდეს ციხეში, ის წავა ციხეში - თინა ხიდაშელი

მეტროს 41 მილიონის მითვისების საქმე - თავდაცვის ყოფილმა მინისტრი თინა ხიდაშელი არ გამორიცხავს, რომ თუ „პარტიული კონიუნქტურა გადაწყვეტს, კალაძე წავიდეს ციხეში“.

მისი თქმით, მსგავსი პრაქტიკა უკვე არსებობს, როცა პოლიტიკური მიზეზების გამო, თავდაცვის სამინისიტროში განხორციელებული კორუფციული გარიგების გამო ყოფილი პრემიერი დააპატიმრეს. შესაბამისად, თუ საჭირო გახდება, თბილისის მერი ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

როდესაც საჭიროდ ჩათვალეს, წმინდა წყლის პარტიულ პოლიტიკური მიზეზების გამო, ყოფილი პრემიერი დააპატიმრეს თავდაცვის სამინსიტროში განხორციელებული კორუფციული გარიგების გამო, ბევრი ხალხი მუშაობს და მერის პასუხისმგებლობა არ არისო, ამაზე პირდაპირი პასუხია ეს. პრემიერი დააპატიმრეს ერთ-ერთ სამინსიტროში კორუფციული გარიგების გამო, ამიტომ, თუ “ქართული ოცნების“ პარტიული კონიუნქტურა გადაწყვეტს, რომ კახა კალაძე უნდა წავიდეს ციხეში, ის წავა ციხეში, ხოლო თუ ამას არ გადაწყვეტენ, მაშინ არ წავა და მაშინ იქნება ეს არგუმენტი, რომ იქ ბევრი ათასი ადამიანი მუშაობს და აბა, მერმა ხომ ყველაფერი არ იცის. ეს ხომ აბსურდია. ჩვენ ვნახეთ, როგორ დგება პასუხისმგებლობის საკითხი - ადამიანი მიდის ციხეში მაშინვე, როგორც კი გადაწყვეტენ რომ საკუთარი პარტიული კონიუნქტურის გამო ეს საჭიროა და რაღაც მიზეზით სასარგებლოა, - ამბობს ხიდაშელი. 

რა ვიცით 41 მილიონის მითვისების საქმეზე?

მეტროს ვაგონების რემონტისთვის გამოყოფილი 41 მლნ ლარის მითვისების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს - პროკურატურამ "პირველების" მიერ გავრცელებული ინფორმაცია 16 ნოემბერს ოფიციალურად დაადასტურა. 

  • საქმე ეხება 2017–2024 წლებში მეტროს ვაგონების კაპიტალური რემონტის, მოდერნიზაციისა და მაკომპლექტებელი დეტალების შესყიდვისთვის გამოცხადებულ 27 ტენდერს. მათი საერთო ღირებულება 145,4 მილიონი ლარი იყო. გამოძიების ვერსიით, ამ თანხიდან ბრალდებულებმა 41,1 მილიონი ლარი მიითვისეს.

 მასშტაბურ კორუფციულ საქმეზე დაკავებული არიან სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის“ დირექტორი გელა ძიძიკაშვილი, ამავე კომპანიის ტექნიკური დირექტორი მამუკა ნოზაძე, საწარმოს წილის ერთ-ერთ რეალურ მფლობელად დასახელებული პაატა სვანიძე და კომპანიების, „საჩინოსა“ და „ინტრანსის“ დირექტორი რუსლან დემუროვი.