ალეკო ელისაშვილის პროცესზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე გამოიკითხა - სასამართლო სხდომის დეტალები
ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ სასამართლო პროცესზე სიტყვის უფლება კვლავ შეეზღუდა. მისი ადვოკატებისა და მხარდამჭერების შეფასებით, მოსამართლე გელაშვილი უკვე მეოთხედ არ აძლევს ელისაშვილს შესაძლებლობას, საკუთარ საქმეზე სასამართლო სხდომაზე განცხადება გააკეთოს.
დღევანდელ პროცესზე გამოიკითხა მოწმე გიორგი რიჟამაძე, რომლის ჩვენებაზეც პროკურატურა ელისაშვილის საქმეში დაყრდნობას ცდილობს. მანდატურის სამსახურის თანამშრომელმა სასამართლოს განუცხადა, რომ 28 ნოემბრის მოვლენების დროს ელისაშვილი სამართალდამცველებს ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევდა და აგრესიულად იქცეოდა.
მოწმის განცხადებით, ინციდენტის დროს მან სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო. თუმცა დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი ჩვენებები საქმის დამატებით დრამატიზებას ემსახურება და პროცესის მიმართ კითხვებს აჩენს.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.