ეს ხელს შეუწყობს ევროპასთან კავშირის გამყარებას - ზურაბიშვილი ხაზარაძეების ფონდის მიერ ბრიუსელში შენობის შეძენაზე

19.05.26 19:45
ეს ხელს შეუწყობს  ევროპასთან კავშირის გამყარებას - ზურაბიშვილი ხაზარაძეების ფონდის მიერ ბრიუსელში შენობის შეძენაზე

ხაზარაძეები ფონდის მიერ, ბრიუსელში შენობის შეძენას და საქართველოს ევროპული სახლის დაფუძნებას სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება.

მეხუთე პრეზიდენტი წერს, რომ ეს ინიციტივა ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპასთნ დაახლოვებას და დიასპორასთან ურთიერთობის გაძლიერებას.

მისი თქმით, “გამარჯვების გზაზე ასეთი სივრცე თავის ფუნქციას უთუოდ წარმატებულად შეასრულებს“.

ვულოცავ!  ეს წამოწყება ხელს შეუწყობს  ევროპასთან კავშირის გამყარებას, ჩვენი კულტურის წარმოდგენას ევროპის ცენტრში, საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენობის იდეების გაზიარებას, დიასპორასთან ურთიერთობის გაძლიერებას ! ვერცერთი მთავრობა რაც არ უნდა წერილები წეროს, ევროპას შეურაცხყოფა მიაყენოს, რეპრესიული კანონებით მოსახლეობას დაემუქროს, ვერ გაწყვეტს ჩვენ კავშირს ევროპელ პარტნიორებთან და ვერ ჩაკეტაცს საქართველოს ახალ კედლის აშენებით! ასეთ ცოცხალ ინიციატივებს ვერ გააჩერებს!
გილოცავთ და გისურვებთ წარმატებას ჩვენს სასიკეთოდ.  გამარჯვების გზაზე ასეთი სივრცე თავის ფუნქციას უთუოდ წარმატებულად შეასრულებს!,- წერს ზურაბიშვილი.