რატომ ჰკარგავს საქართველო დასავლეთის ნდობას — მაიკლ კარპენტერის გზავნილები

19.05.26 20:52
რატომ ჰკარგავს საქართველო დასავლეთის ნდობას — მაიკლ კარპენტერის გზავნილები

 

 

რეგიონში გეოპოლიტიკური გავლენების ბალანსი იცვლება და მაშინ, როცა რიგ ქვეყნებში რუსეთის პოზიციები სუსტდება, საქართველოში კრემლის გავლენის ზრდაზე საუბრობენ დასავლელი ექსპერტები. ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი მაღალჩინოსანი მაიკლ კარპენტერი აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც რუსული გავლენები იზრდება, მაშინ როცა ქვეყანა საგარეო პოლიტიკაში სულ უფრო მეტად ჩინეთის, ირანისა და რუსეთის მიმართულებით გადაადგილდება.

დამოუკიდებელ მედია პლატფორმასთან საუბრისას კარპენტერი აღნიშნავს, რომ საქართველო დასავლურ სამყაროსთან პოლიტიკური იზოლაციის პირობებში აღმოჩნდა, მაშინ როდესაც რეგიონში ახალი რეალობა ყალიბდება. მისი შეფასებით, ევროპა დღეს მეტ ყურადღებას სომხეთსა და აზერბაიჯანს უთმობს, ხოლო საქართველოზე ფსონის დადება და ინვესტირება უფრო სარისკო გადაწყვეტილებად აღიქმება.

ამერიკელი ყოფილი მაღალჩინოსანი ასევე საუბრობს ვაშინგტონის მიდგომებზე და აღნიშნავს, რომ მისთვის ამ ეტაპზე გაურკვეველია, რა პოლიტიკა ექნება დონალდ ტრამპს საქართველოსთან მიმართებით. კარპენტერის შეფასებით, დღის წესრიგში კომერციული პროექტების ნაცვლად უფრო სტრატეგიული საკითხები, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, უნდა იდგეს.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.