ხელისუფლების შიზოფრენიული საგარეო პოლიტიკა არანაირ ლოგიკაში არ ჯდება - სალომე სამადაშვილი

19.05.26 23:40
ხელისუფლების შიზოფრენიული საგარეო პოლიტიკა არანაირ ლოგიკაში არ ჯდება - სალომე სამადაშვილი

რუსეთის საგარეო პოლიტიკის პროვინციული ვერსია კი არა, კომიკური ვერსია გახდა უკვე, როგორც იქცევა ეს ხელისუფლება ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან მიმართებაში,- ამის შესახებ „ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ინგა გრიგოლიას “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, “ქვეყანაში არის შიზოფრენიული საგარეო პოლიტიკა, რომელიც არანაირ ლოგიკაში არ ჯდება“.

ივანიშვილს მიაჩნია, რომ მას აქვს რაღაც რესურსი, რომ ერთის მხრივ გააგრძელოს ავტოკრატიული მმართველობა, ელაპარაკოს რუსეთს. როგორც რუსეთის საგარეო პოლიტიკის პროვინციული ვერსია კი არა, კომიკური ვერსია გახდა უკვე, როგორც იქცევა ეს ხელისუფლება ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან მიმართებაში, ამის პარალელურად დაარწმუნოს ყველა, რომ ის არის აქ პატრონი, საქართველოში, მას უნდა ელაპარაკონ და სხვა გამოსავალი ევროპას არ აქვს. ეს ასე არ იქნება, ვერ მოხდება. ეს აბსოლუტურად შიზოფრენიული დამოკიდებულება, შიზოფრენიული საგარეო პოლიტიკა, რომელიც არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, იმიტომ რომ არსებობს  ავტოკრატიული ქვეყნების ლოგიკა, მათი საგარეო ურთიერთობებიც, ის კი, რასაც დღეს ეს ხელისუფლება აკეთებს, არის ანომალიური გამოვლინება. ეს ანომალიური გამოვლინება კიდევ უფრო დააჩქარებს იმას, რომ კიდევ უფრო კონსოლიდირდება ისედაც საკმაოდ დომინირებული აზრი ევროკავშირში, რომ ამ ხელისუფლებაზე ერთადერთი რაც შეიძლება განხორციელდეს, ეს არის წნეხის და ზეწოლის გაზრდა. მაქვს ამის მოლოდინი იქედან გამომდინარე, როგორც პასუხობს ეს ხელისუფლება ევროკავშირის გვზანილებს, მათ ხედვას და საბოლოო ჯამში გვტოვებს ჩვენ ყველა ფორმატების მიღმა მანამ, სანამ ივანიშვილი მართავს ამ ქვეყნას. ეს სამწუხაროდ, ნიშნავს საქართველოს მოქალაქისთვის დაკარგულ შესაძლებლობებს, - განაცხადა სამადაშვილმა.