"ევრობიუროკრატიის უსამართლო პოლიტიკის გაგრძელებაა" — გიორგი კახიანი ზაარბრიუკენის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

20.05.26 11:28
"ევრობიუროკრატიის უსამართლო პოლიტიკის გაგრძელებაა" — გიორგი კახიანი ზაარბრიუკენის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენის გადაწყვეტილებას, რომელმაც თბილისთან 51-წლიანი პარტნიორული ურთიერთობის შეწყვეტა გადაწყვიტა, „ქართული ოცნების“ წევრი გიორგი კახიანი მწვავედ აკრიტიკებს. მისი შეფასებით, გადაწყვეტილება „აბსურდულია“ და წარმოადგენს იმ პოლიტიკის გაგრძელებას, რომელსაც, მისი თქმით, ევროპული ბიუროკრატია ბოლო წლებში საქართველოს მიმართ ატარებს.

კახიანი ამტკიცებს, რომ ქვეყნის მიმართ „უსამართლო დამოკიდებულება“ მას შემდეგ გაღრმავდა, რაც საქართველომ უარი თქვა იმ მოთხოვნების შესრულებაზე, რომლებიც, მისი განცხადებით, სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხის შემცველი იყო.

ჩემი ააზრით, ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც, სამწუხაროდ, ევრობიუროკრატია ბოლო წლების განმავლობაში საქართველოთან მიმართებაში ახორციელებს და დარწუნებული ვარ, რომ მხოლოდ ამით არის ეს ყველაფერი ნაკარახევი. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება სრულიად გაუგებარია, მე ვიტყოდი, აბსურდულიც. ის 50 წლიანი კავშირი, რომელიც არსებობდა ამ ქალაქებს შორის, ერთი ხელის მოსმით ამის გაწყვეტა, სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილებაა. ერთადერთი ამის ახსნა რითაც შეიძლება, არის სწორედ ის, რომ გრძელდება ის უსამართლო დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, რაც, სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში ამ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან ჩვენ ვხედავთ. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ საქართველოს მიმართ ასეთი მოთხოვნები, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას დიდი საფრთხის წინაშე აყენებდა, ჩვენ, უბრალოდ, არ გავაკეთეთ ეს, რასაც მაშინ გვთხოვდნენ და ამას უკვე შემდგომ მოჰყვა ნაბიჯ-ნაბიჯ სხვადასხვა ქმედებები,ს ხვადასხვა რეაქციები, - ამბობს გიორგი კახიანი. 

 გერმანიის ქალაქმა ზაარბრიუკენმა თბილისთან 51-წლიანი მეგობრული ურთიერთობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შეფასებას უკავშირდება.