მზადება 26 მაისისთვის - "ოპოზიციის ალიანსი" საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს
მზადება დიდი პროტესტისთვის - ოპოზიციის ალიანსი საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს.
დილიდან, პოლიტიკოსები და 26 მაისის დიდი შეკრების ორგანიზატორები იუსტიციის სახლთან იმყოფებიან და საინფორმაციო ფლაერებს არიგებენ.
ფლაერებს ვარიგებთ და ვისაც სურვილი აქვთ ველაპარაკებით. 26 მაისს გვინდა რომ რაც შეიძლება ბევრი მოქალაქე გამოვიდეს. დიდი ხანია მრავალრიცხოვანი აქცია არ ყოფილა თბილისში. გვინდა რომ ერთმანეთი გავამხნევოთ და გავაძლიეროთ. გვინდა, ციხეში მყოფმა ადამიანებმა ნახონ, რომ ბრძოლა გრძელდება. ასევე ჩვენმა მეგობრებმა თავისუფალ სამყაროში ნახონ, რომ მიუხედვად დაჭერებისა და რეპრესიული კანონმდებლობისა, ადამიანები აგრძელებენ ბრძოლას", - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
აქცია თბილისში დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს არის დაგგემილი. შეკრება სტარტს სახელმწიფო უნივერისტეტიდან 19:00 საათზე - აიღებს.