თათია ნიკოლაშვილის თქმით, ოზურგეთის მერმა საკალათბურთო სტადიონზე ფეხბურთის კარები დადგა

23.05.26 16:30
თათია ნიკოლაშვილის თქმით, ოზურგეთის მერმა საკალათბურთო სტადიონზე ფეხბურთის კარები დადგა

ენმ- ს პოლიტსაბჭოს ხელმღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, თათია ნიკოლაშვილის თქმით, ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო სტადიონზე ფეხბურთის კარები (რამდენიმე კარი) მიიტანა და კალათბურთის ფარების ქვეშ ჩადგა.

ფაქტის დამადასტურებელი ფოტო სურათები სოციალურ ქსელებშიც იძებნება. 

მდინარაძის ნათლულის ქმრის ბიძა, რომელიც ოზურგეთში მერად გამოგვიგზავნეს, თვითონაც არ იცის ფულს რაში ხარჯავს - ამბობს თათია ნიკოლაშვილი.

მდინარაძის ნათლულის ქმრის ბიძა, რომელიც ოზურგეთში მერად გამოგვიგზავნეს, როგორც ჩანს, ჯერ ვერ შეეგუა წინა ხელისუფლების ცვლილებას და წინა მერის გახსნილი სტადიონი, ბრენდირებული სხვათაშორის (ზაზა ფაჩულიას სტადიონზე) მოიტანა  და პირდაპირ 10 კაცის საშუალებით დადგა ფეხბურთის კარები ბადეებით. ამ დროს რეალობა არის ის, რომ ძალიან ბევრ ადგილას ადამიანები ითხოვენ საფეხბურთო მოედნების მოწესრიგებას, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ კაცს საქმე აქვს დალეული, კომუნიკაცია ადამიანებთან საერთოდ არ აქვს და ასე ბიუჯეტის ფულს თვითონაც არ იციან რაში ხარჯავენ", - ამბობს თათია ნიკოლაშვილი. 

მსგავსი სიახლეები