ვის ჩააბარეს პოლიციაში "სქროლვა-სქრინვის" სამსახური?
გიორგი მინდიაშვილი ის პირი, ვისაც შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სპეციალური მიმართულება ჩააბარეს. ათ დღეში მინდიაშვილს და მის თანამშრომლებს მოუწევთ შეამოწმონ საჯარო სივრცეში ვინ რა თქვა, რა დაწერა და ხომ არ არის ეს ნათქვამი ღირსების შეურაცხყოფა.
- ვინ არის გიორგი მინდიაშვილი? ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში ის 2024 წლიდან მუშაობს. მანამდე ის პერსონალურ მონაცემთა დაცვის და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში მუშაობდა.
"სქროლვა-სქრინვის დეპარტამენტი" - ასე უწოდა საზოგადოების ნაწილმა იმ ახალ დანაყოფს, რომელმაც რეიდები სოციალურ ქსელში მოქალაქეების პროფილებზე უნდა ჩაატაროს. მათი მიზანი პოსტებისა და კომენტარების ჩხრეკა, ე.წ. სქრინების მტკიცებულებად ქცევა და ექსპერტიზით იმის მტკიცებაა, რომ კრიტიკა კონკრეტულ ადამიანს ეკუთვნის. მაღსანიშნავია, რომ მხოლოდ Facebook-ზე საქართველოში სამ მილიონამდე პროფილი არსებობს. უცნობია, რეალურად რამდენი კაცის შემოწმებას გეგმავს "სიტყვების პოლიცია".
- შეგახსენებთ, "ქართული ოცნება" აქამდე დასმენის პრინციპით მუშაობდა - ანუ თუ მოქალაქე ნახავდა, რომ ვინმემ კრიტიკული ან შეურაცხმყოფელი პოსტი დაწერა, პოლიციაში ჩიოდა. ასე იქცეოდნენ თავად პოლიციელებიც. "ქართლი ოცნების" სტაჟიანი პროპაგანდისტები და "ოცნების" დეპუტატებიც კი.
ირკვევა, რომ საფრთხე იმაზე ბევრად უფრო დიდია, ვიდრე სოციალური ქსელების მონიტორინგი. ცვლილებებში წერია არა ინტერნეტი ან სოციალური ქსელი არამედ საჯარო სივრცე. საჯარო სივრცე არის მეტრო, ავტობუსი ბაზარი ქუჩა - ყველაფერი თქვენი სახლ-კარის გარდა. ანუ თუ ეზოში მეზობელი მეზობელთან საუბრის დროს "ქართული ოცნებას" ზომაზე მეტად გააკრიტიკებს, ესეც შესაძლოა, დასჯადი გახდეს - ეზო საჯარო სივრცეა.