ბრძოლის გზად გვაქვს არჩეული ხელის შეშლა, საბოტაჟი, პარალიზება და გადაღლა - ზურაბ ჯაფარიძე
"სისტემა დღითიდღე სულ უფრო და უფრო ემსგავსება რუსული ტიპის ავტოკრატიას"- ამბობს "გირჩი - მეტი თავიუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე და აღნიშნავს, რომ ნებისმიერმა მოქალაქემ საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და რითიც შეუძლია იმით შეეწინააღმდეგოს არსებულ რეალობას.
ჩვენ, ბრძოლის გზა და ამ შემთხვევაში გირჩი - მეტი თავისუფლებას, ისევე, როგორც დროას, არჩეული გვაქვს ხელის შეშლა, საბოტაჟი, პარალიზება, რესურსების გამოფიტვა, გადაღლა და გვგონია, რომ ეს არის სწორი გზა"- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
უწყვეყვეტი პროტესტი გრძელდება - ოპოზიციამ პარასკევს, 15:00 საათზე, დედაქალაქში მორიგი აქცია დააანონსა.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, მხარდამჭერებთან ერთად, 3 ადგილიდან დაიძრებიან.