სალომე ზურაბიშვილი ხსნის, რატომ არის მნიშვნელოვანი 26 მაისს აქციაზე გასვლა

23.05.26 21:02
სალომე ზურაბიშვილი ხსნის, რატომ არის მნიშვნელოვანი 26 მაისს აქციაზე გასვლა

ტრადიციულ შაბათის მარშს, ტრადიციულად უერთდდება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე ისაუბრა და თვქა, რომ მნიშვნელოვანია, დედაქალაქის მთავარ გამზირზე საქართველოს ხმა ისმოდეს. 

ფაქტია, რაც ეს პროტესტი დაიწყო, ამ პროტესტის მიზანი არის, რომ შევინარჩუნოთ თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. ეს არის ის რაც ამ ადამიანებს ამოძრავებს. დარწმუნებული ვარ, რომ 26 მაისს იქნება ძალიან ბევრი ხალხი. რამე თუ გვაერთიანებს ყველას, ყველაფრის მიუხედავად, არის ეს პროტესტი და არის დამოუკიდებლობის დაცვა. თუ ჩვენ არ დავიცავით დამოუკიდებლობა, ჩვენს ნაცვლად ამას არავინ იზამს. ეს შეგნება ყველაში არის დღეს. მოვუწოდებ ყველას, მათ შორის მათ, ვინც ჯერ კიდევ ყოყმანობს:  "რა საჭიროა?" - საჭიროა! იმიტომ კი არა რომ იმ დღეს რღაც შეიცვლება, საჭიროა იმიტომ რომ დამოუკიდებლობა სწორედ ასე ნარჩუნდება, როცა შენ ყოველ დღე მზად ხარ დაიცვა ის და არავის არასდროს დაუთმო"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

მეხუთე პრეზიდენტმა სოლიდარობის იმ უპრეცედენტო აქტზეც ისაუბრა, როცა ილიაუნის მარათონის საშუიალებით, დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის 1 300 000 ლარი შეგროვდა. 

ახალგაზრდები ჩვენი მომავალია. ძალიან მნიშვნელოვანია სოლიდარობის და ერთიანობის ის განწყობა, რომელიც მათშია. ახალგაზრდებმა გვაჩვენეს მაგალითი, მათ აიღეს ინიციატივა. მთავარი მარში 26 მაისს სწორედ უნივერსიტეტიდან წამოვა. ეს არის ხვალინდელი დღე. სანამ ჩვენი ახალგაზრდები იქნებიან ამ პროტესტის წინა რიგებში, ჩვენ ვიქნებით გამარჯვებულები. მადლობა მათ, ძალიან დიდი საქმე გააკეთეს - გვაჩვენეს რა შეუძლია ამ საზოგადოებას თუნდაც ძალიან რთულ მატერიალურ პირობებში. თქვენ გესმით დღესაც როგორი სოლიდარულია თბილისი, ხვალ და ზეგ კიდევ უფრო მეტად სოლიდარული იქნება. 26 მაის იქნება დიდი ტალღა" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  

26 მაისს, 19:00 საათზე, აქცია-მსვლელობა იგეგმება - აქციის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან შეიკრიბებიან და ფეხით მსვლელობას მოაწყობენ პარლამენტის შენობამდე. შეკრების ორგანიზატორები “ოპოზიციურ ალიანსში” შემავალი პარტიები არიან.

დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ აქციის ორგანიზატორებს კონსტრუქციების განთავსებაზე უარი უთხრა.