ნიკა გვარამია: მერიის შემდეგ, შსს-მაც უარი განაცხადა, ქვეყანაში პროტესტი აკრძალულია

23.05.26 21:11
ნიკა გვარამია: მერიის შემდეგ, შსს-მაც უარი განაცხადა, ქვეყანაში პროტესტი აკრძალულია

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, 26 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით თბილისის მერიის შემდეგ შსს-დანაც მიიღო უარყოფითი პასუხი.

„ოპოზიციური ალიანის“ ერთ-ერთი ლიდერის, თქმით, მიუხედავად მერიისა და შსს-ს უარისა, აქცია გაიმართება.

„მერიის შემდეგ, შსს-მაც უარი განაცხადა. ამათ საერთოდ საოცრება აღმოხდათ: გვარამია თავად რატომ არ მოვიდაო. კიდევ სხვა დებილობებიც მრავლად, მაგრამ მთავარი რაცაა, კი ვიცით: ამ ქვეყანაში პროტესტი აკრძალულია, გადაჭარბების გარეშე, აკრძალულია.

"სახლში რაც გინდა, ის აკეთეთ" არ გამოვა, „ქოცებო“. აქცია გაიმართება, როგორც კონსტიტუცია გვეუბნება, ხოლო ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების ანტიკონსტიტუციური პასუხები განიხილება მოგვიანებით და სამართლიანი სასამართლოს მიერ“- წერს გვარამია „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, თბილისის მერიამ „ოპოზიციური ალიანსს“ 26 მაისს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე კონსტრუქციების განთავსებაზე უარი განაცხადა. 

მსგავსი სიახლეები