„სანქციები რეჟიმს!“ — ქართველი ემიგრანტების პროტესტი ამერიკაში

24.05.26 12:22
„სანქციები რეჟიმს!“ — ქართველი ემიგრანტების პროტესტი ამერიკაში

აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ამერიკის ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, „უფრო ეფექტური სანქციები დაუწესოს ივანიშვილის ბანდას“.

სინდისის პატიმრებისა და პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსების მხარდამჭერი ბანერებით შეკრებილი ემიგრანტები აცხადებდნენ, რომ საქართველოდან შორს ყოფნის მიუხედავად, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მძიმე ემოციებით აკვირდებიან და უსამართლობის შეგრძნება განსაკუთრებით მწვავედ აღიქმება.

სახელმწიფო დეპარტამენტთან შეკრებილებს ხელში ეჭირათ საპროტესტო პლაკატები და ისმოდა შეძახილები — „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“, „სანქციები რეჟიმს“ და „დაიცავით დემოკრატია საქართველოში“.

აქციის მონაწილეების თქმით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან უფრო მკაცრი რეაგირება აუცილებელია, რადგან მათი შეფასებით, ქვეყანაში პოლიტიკური დევნა და კრიტიკული ხმების წინააღმდეგ ზეწოლა გრძელდება.

კიდევ ერთხელ ვიკრიბებით, რომ მოვითხოვოთ ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, ვინაიდან თუ ეს რეჟიმი დარჩა, სულ უფრო მეტი ხალხი აღმოჩნდება ციხეში და სულ უფრო მეტი პოლიტპატიმარი გვეყოლება, ამიტომ აუილებელია, მათი სასწრაფო წესით გაგდება, - თქვეს ემიგრანტებმა. 

მსგავსი სიახლეები