მეუფე საბა ხელისუფლებას მოუწოდებს, გზა ახალგაზრდებს დაუთმოს
ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე საბა ინწკირველმა საკვირაო ქადაგებისას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა. სასულიერო პირის განცხადებით, დგება დრო, როდესაც ცვლილება გარდაუვალია და ხელისუფლებაში მყოფმა პირებმა გზა ახალ თაობასა და უკეთეს ძალას უნდა დაუთმონ.
მეუფე საბამ ქადაგებისას პარალელი წინა ხელისუფლებების ცვლილებასა და სერბეთში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებთან გაავლო, სადაც, მისივე შეფასებით, პროცესებში ახალგაზრდებმა გაიმარჯვეს.
„ახალგაზრდები, როცა ვამბობთ, დიახ - ახალგაზრდები. არის დრო, მოდის ყოველთვის, როდესაც ცვლილება უნდა მოხდეს. ისე როგორც იყო წინა და წინა ხელისუფლება შეიცვალა -ყველას ჰყავს შემცვლელი. მოვა და შეიცვლება. მაგრამ, ეს ცვლილება სიძულვილით კი არ უნდა იყოს და სკამებს კი არ უნდა ჩაეჭიდონ ადამიანები, არამედ თუ ხედავენ უკეთესს უნდა დათმონ... ისე, როგორც სულ ახლახან სერბეთში მოხდა, სადაც ახალგაზრდებმა გაიმარჯვეს“, - განაცხადა მეუფე საბა ინწკირველმა ქადაგებისას.
ეპისკოპოსის თქმით, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ცვლილებების პროცესი სიძულვილის გარეშე, თაობათა შორის ჯანსაღი მონაცვლეობის გზით უნდა წარიმართოს