„ჯერ საქართველო“ ყრილობისთვის ემზადება - რას გეგმავს ვიქტორ ყიფიანის მოძრაობა
ახალი პოლიტიკური ინიციატივა „ჯერ საქართველო“ დამფუძნებელი ყრილობისთვის ემზადება. მოძრაობის ლიდერებმა მხარდამჭერებთან პირველი შეხვედრები უკვე გამართეს და ქვეყანაში ცვლილებებისთვის საჭირო ნაბიჯებზე მათი მოსაზრებები მოისმინეს.
ინიციატივის წარმომადგენლების განცხადებით, ამ ეტაპზე მთავარი მიზანი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან კომუნიკაცია და პოლიტიკური ხედვების ჩამოყალიბებაა. მათი თქმით, მოძრაობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე აქტიურ პოზიციას დაიკავებს.
ვისთან აპირებს თანამშრომლობას ახალი პოლიტიკური პლატფორმა, ამაზე მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ვიქტორ ყიფიანი, ჯერ კონკრეტულად არ საუბრობს. თუმცა აცხადებს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დიალოგისთვის მზად არიან ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტთან.
ვხვდებით იმ ადამიანებს, რომლებმაც გამოხატეს მზაობა, შემოეუღტდნენ ჯერ არ დაარსებულ პარტიას "ჯერ საქართველო". ამიტომ მაინტერესებს მათი განწყობა. ჩვენ ხშირად გვითქვამს ჩვენს გამოსვლებში, რომ ეს ქვეყანა უნდა ეფუძნებოდეს თანამესაკუთრეობას და მომავალ არჩევნებსიც, ვფიქრობთ, რომ თანამონაწილეობა, რომ არავინ იყოს გარიყულად პარტიაში და ყველამ საკუთარი როლი ბუნებრივად იპოვოს, დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ მხრივ, პოზიციათა მოთელვას ემსახურება. თუ თქვენ მეკითხებით სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან თანამშრომლობაზე, ჯერჯერობით ვთქვით, ჩენ გვაქვს ჩვენი რესურსი განვითარებისთვის, ამიტომ რაც შეეხება გარე კავსირებს, უფრო ინდივიდუალურ დონეზე, ვინაიდან გვაკავშირებს ყველასთან ერთი დღის წესრიგი - ამ ქვეყნის გაჯანსაღება, განორმალურება. ამ ეტაპზე ჯგუფში ერთიანი პოზიცია ალიანსში გაწევრიანებაზე ჩამოყალიბებული არ არის, - ამბობს ვიქტორ ყიფიანი.
მოძრაობის წევრები ასევე ამბობენ, რომ 26 მაისის აქციას რიგითი მოქალაქეების სტატუსით შეუერთდებიან.
ვიქტორ ყიფიანი პოლიტიკური ინიციატივა პოლიტიკურ პარტიას დაახლოებით 1 თვეში გარდაიქმნება.