ფასები არ შემცირდება - ექსპერტები "ოცნების" ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებენ

24.05.26 15:36
ფასები არ შემცირდება - ექსპერტები "ოცნების" ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებენ

სამწუხაროდ, ფასები არ შემცირდება, - ასეთი პროგნოზი აქვთ ექსპერტებს. სპეციალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ "ოცნების" ხელისუფლება ფასებთან მიმართებით არასწორ პოლიტიკას აწარმოებს და ამგვარი მეთოდებით პროდუქტებზე ფასების დაკლება ვერ მოხდება.

"ოცნების" როგორც მონეტარული, ისე აღმასრულებელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ფასები არა შემცირდეს, არამედ პირიქით, გაიზარდოს. დაწყებული არასწორი მონეტარული პოლიტიკითა და ფულის მასის ზრდით, გაგრძელებული სრულიად გაუაზრებელი რეგულაციებით, რომელიც ბიზნესს საქმიანობას ურთულებს და უძვირებს. ეს ყველაფერი პირდაპირ მოქმედებს ფასების გაზრდის და არა შემცირების მიმართულებით. სამწუხაროდ, ფასები არ შემცირდება, ფასები ასე არ რეგულირდება, ფასები ასე არ მცირდება და როდესაც არარსებული მეთოდებით რაღაც შედეგს გპირდებიან, ეს თავიდანვე ჩანს, რომ არის ცრუ დაპირება, - ამბობს პაატა ბაირახტარი. 

ქეთევან ენუქიძე კი ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლების მიერ შექმნილი კომისიები და საჯარო დაპირებები რეალურ ეკონომიკურ შედეგს ვერ მოიტანს და ფასების ზრდას ვერ შეაჩერებს. 

როგორი კომისიაც უნდა გააკეთონ, ახლა ჩვენ რომ კოსმონავტიკის კომისია გავაკეთოთ, ეს აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ მარსზე გავფრინდებით. ფასები, რა თქმა უნდა, გაიზრდება დროთა განმავლობაში და როგორი ზებოს პრინციპითაც გინდა იმოქმედო, რომ 10 ლარი ღირს ხორცი და 20 თეთრი ღირს პური, რა თქმა უნდა, ამით არაფერი შეიცვლება და პირიქიტ, როდესაც პროპაგანდას ეწევიან ასეთი იაფფასიანი საშუალებებით, ეს კიდევ უფრო მეტად გვიქმნის შთაბეჭდილებას, რომ არაფერი არ შეიცვლება, - ამბობს ქეთევან ენუქიძე. 

მსგავსი სიახლეები