გაუგებარია, როგორ იქმნებოდა სოცდაუცველთა ბაზები, ან ახლა რის საფუძველზე ხდება მათი გაფილტვრა - ლანა გალდავა
"ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრი ლანა გალდავა ამბობს, რომ საქართველოში სოციალური დახმარების სისტემა ყოველთვის პრობლემური იყო. ოპოზიციონერის თქმით, გაუგებარია, რა კრიტერიუმებით იქმნებოდა ეს ბაზები, ან ალა რის საფუძველზე ხდება მათი გადახედვა და გაფილტვრა.
სოციალური დახმარების სისტემა საქართველოში ყოველთვის იყო გაუმჭვირვალე და უსამართლო. ან თავიდან რა კრიტერიუმით ქმნიდნენ ამ ბაზებს ან ახლა, როდესაც ამ ბაზებს აუქმებენ, ასევე ჩვენთვის უცნობია, რომელიც კრიტერიუმით, რომელი ეკონომიკური გათვლები უდევს საფუძვლად. ფაქტი არის ის, რომ ქვეყანაში "ქართულმა ოცნებამ" სიღარიბე ვერ დაძლია, პირიქით, ფასები იზრდება, არ შემოდის ქვეყანაში ინვესტიციები და რეალურად როდესაც საუბარია სიღარიბის დაძლევაზე, აუცილებელია, რომ ქვეყანაში იქმნებოდეს სამუშაო ადგილები, - ამბობს ლანა გალდავა.
სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაციის წესები იცვლება — საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილებით, იმ ოჯახებს, რომელთა წევრების შემოსავალი განსაზღვრულ ზღვარს გადააჭარბებს, სოციალური დახმარების პროგრამაში რეგისტრაცია შეუწყდებათ.
შესაბამის დოკუმენტს ხელი ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.