როცა ვებრძვით მხეცურ რეჟიმს, ყველას (პატიმრებს) მოვუწოდებ, რომ შეწყალების ქაღალდი დაწერონ - კახა კუკავა
“თავისუფალი საქართველოს” ლიდერი, კახა კუკავა ყველა პატიმარს მოუწოდებს, რომ თუ შეწყალების ქაღალდით საპატიმროს დატოვების შესაძლებლობა აქვთ, ეს შეწყალების ქაღალდი დაწერონ.
როგროც პოლიტიკოსმა და იურისტმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, დიანა ტრაპაიძესთან საუბრისას განაცხადა, ხელისუფლებას მისი ლეგიტიმაციის პრობლემიდან გამომდინარე "ბევრი კომპლექსი" აქვს და ეშინია ვინმეს გათავისუფლება სისუსტედ არ ჩაითვალოს.
ამიტომაც ამ მდგომარეობაში, კუკავა ამბობს, რომ პატიმრებმა თავისუფლებისთვის და საპატიმრონდა გამოსსასვლელად შეწყალებაც უნდა ითხოვონ.
ამ ხელისუფლებას ლეგიტიმაციის პრობლემიდან გამომდინარე აწუხებს, რომ ნებისმიერი პატიმრის გათავისუფლება არ იქნებს აღქმული როგორც უკან დახევა. ბევრი კომპლექსი აწუხებს და ეს არის ერთ-ერთი კომპლექსი, იმიტომ, რომ ნებისმიერი რეჟიმი, რომელსაც არ აქვს ლეგიტიმაცია, ემყარება ძალას რომ აი ჩვენ მაგრები ვართ, ჩვენ უკან არ დავხიევთ, ჩვენ ყველას დავარბევთ - ამიტომ მათ ეშინიათ, რომ ვიღაცა რომ გამოუშვეს, არ ჩათვალონ ისე, რომ "ინგლისის სანქციების შეგევშინდა", ვიღაცის სანქციის შეგევშინდა, ამიტომ ყოველთვის მიუთითებენ ამას ...
და არის მეორე ამბავი - "დათა თუთაშხიას" დასაწყისშია თუ გახსოვთ, ზარანდია რომ ცდილობს ერთ-ერთი პოლიტიკური დისიდენტის დისკრედიტაციას, თქვენ რომ ნახოთ თითოეული ამ პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას რა ბიძნური პროპაგანდა მოჰყვება ხოლმე, რომ გადართოთ ახლა იმედზე და პოსტივიზე - აი ესენი ახლა გაათავისუფლეს, მეგობრებს უღალატეს, იქ თვითონ აწერინებენ ვიღაცებს პოსტებს და მერე ამ პოსტებს თვითონვე აქვეყნებენ....
ჩემი პოზიცია, გინდაც როგორც იურისტმა და გინდაც როგორც პოლიტიკოსმა, მინდა ვუთხრა ყველას - როცა ვებრძვით მხეცურ რეჟიმს, რომლის მხეცობის არაერთი მაგალითი ვნახეთ, ყველას მოვუწოდებ, რომ ეს ქაღალდი (შეწყალების) დაწეროდ, თუკი ამის საშუალებით გათავისუფლება იქნება შესაძლებელი. გაძლებაზეა ბრძოლა - ამიტომ ყველას, ახალგაზრდებს, თუ შესაძლებელი არის შეწყალების ქაღალდით შესაძლებელია საპატიმროს დატოვება, მე მოვუწოდებ რომ დატოვონ", - ამბობს კახა კუკავა.