უსუფაშვილი ამბობს, რომ სუროგაციის აკრძალვის საკითხი ხელისუფლებამ ეკლესიას "ძღვნად მიართვა"
"ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ სუროგაციის აკრძალვის საკითხი ეკლესიას "ძღვნად მიართვა".
პოლიტიკოსის თქმით, რადგან საპატრიარქოს მხრიდან ბოლო დროს კრიტიკული განცხადებები ისმოდა, "ოცნებამ" ეს საკითხი ეკლესიასთან მოსარიგებლად გამოძებნა და თან დღესვე გიორგობის დღისადმი გამართულ წირვაზე ბოდბეში დემონსტრაციულად მივიდა.
ხელისუფლების ლიდერების ბოდბეში მისვლას უსუფაშვილმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, დიანა ტრაპაიძესთან საუბრისას "ფარისევლობა" უწოდა, ხოლო ეკლესიასა და "ოცნებას" შორის ურთიერთობა "აღებ-მიცემობას" შეადარა.
ფარისევლობაა ყველაზე დიდი ცოდვაა და როდესაც დღევანდელ კადრებს ვადევნებდი თვალს, მორიგი დემონსტრირება იყო ეს - მხედველობაში მაქვს სახელისუფლებო წრე და ძალაუფლებით აღჭურვილი ადამიანების ასეთი დამოკიდებულება სწორედ ეკლესიისადმი და ამ ყველაფრის ქცევა ფარისევლობის დემონსტრირებად.
თურმე მმართველ პარტიას გუშინ გაახსენდათ ძალიან კონკრეტული თემა, გამოძებნეს რაღაცა თემა, რომელიც შეეძლოთ თითქოს ძღვნად მიეტანათა სადღაცა, რადგან იმ სადღაციდან მათ მოისმინეს კრიტიკული დამოკიდებულება რაღაც თემებზე - ეს იყო კაზინოებთან დაკავშირებულ, შემდეგ უკვე მეუფე იობთან დაკავშირებულ საკითხზე და როგორც პოლიტიკური პროცესისთვისაა დადგენილი ამ კონსტიტუციით, რომ სხვადასხვა მსოფლმხედველობის პოლიტიკური ძალები ერთმანეთს აკრიტიკებენ, დიახაც საპასუხო ინიციატივთ გამოდიან, არიან კონკურენციაში ერთმანეთთან და ამიტომ ბუნებრივია მათ შორის ურთიერთობები, ასეთ ურთიერთობასი ჰყავს საკუთარი თავი ჩართული სახელმწიფო ძალაუფლების მქონე ადამიანებს და ამავე ურთიერთობაში ითრევენ და ძალიან ბევრი სასულიერო პირი დიდი სიამოვნებით ერთვება ამ პროცესში - ახლა მე ასე ვქენი, შენ მოდი ეს ასე ქენი და ასე იწილო-ბიწილო - მე შენ დაგითმე თუ გადმოგეცი, ახლა შენ საჩემოდ გააკეთე და ა.შ.
ნაცვლად რომ ერთი იდგეს მყარად ამ კონსტიტუციურ საფუძველზე, უსმენდეს ეკლესიის პოზიციებს და წარმოდგენებს და როცა მხარდაჭერა სჭირდება ეკლესიის და დეფიციტია ამ მხარდაჭერის, მაშინ არ მივარდებოდნენ ხოლმე, აბა ახლა რა გავაკეთოთ ისეთი, რომ თქვენ კმაყოფილი იყოთ და ეს აღებ-მიცემობა არ იყოს ამ თვალსაზრისით.
საქართველოში ჯერ ვერ მივიღეთ ხელისუფლება, რომელიც ამ უმნიშვნელოვანეს საკითხსაც სწორად მოეპყრობოდა, თავის უმნიშვნელოვანეს და უზარმაზარ ადგილს გაუმაგრებდა ეკლესიას, ისე რომ არ ჩაეთრია და ჩაეყოლა ამ პროცესებში", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოში სუროგაცია აიკრძალება. გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და პარლამენტში მისი ინიცირება უახლოეს მომავალში იგეგმება. კირცხალია აცხადებს, რომ საკითხზე ხელისუფლება საქართველოს საპატრიარქოსთანაც თანამშრომლობს.