სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება - კობახიძე შეწყალებაზე
ირაკლი კობახიძე პატიმრების შეწყალების მთავარ პირობად კვლავ “სინანაულს და აღიარებას“ ასახელებს და აცხადებს, რომ ეს “პოზიცია საპატრიარქოს წარმომადგენლებსაც გაუზიარეს“.
მისი თქმით, მათი პოზიცია ძალიან მკაფიო და მყარია.
ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება. ეს პოზიცია გავუზიარეთ საპატრიარქოს წარმომადგენლებსაც არაერთგზის, ეს საჯაროდ გვაქვს გამოხატული. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელიც არის ძალიან მყარი და მკაფიო“,- განაცხადა კობახიძემ.
მისი მტკიცებით, შეწყალებისთვის სინანული სამართლებრივად კი არა დანაშაულის პრევენციისთვისაა საჭირო.
„სამართლებრივად არა, ეს არის საჭირო დანაშაულის პრევენციისთვის. ეს არის საჭირო სახელმწიფოსთვის“,- განაცხადა კობახიძემ.
სინდისისა და პოლიტიკური პატიმრების შესაძლო შეწყალების საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც არაერთმა მღვდელმთავარმა განაცხადა, რომ ახალი პატრიარქი შიო მესამე ამ თემას ხელისუფლებასთან კვლავ დააყენებს.