არ ვიცი, რა ქმედებაში მედება ბრალი, მუხლი ვიცი, მაგრამ ქმედება არა - ნიკა გვარამია

25.05.26 15:11
არ ვიცი, რა ქმედებაში მედება ბრალი, მუხლი ვიცი, მაგრამ ქმედება არა - ნიკა გვარამია

რ ვიცი, რა ქმედებაში მედება ბრალი, მუხლი ვიცი, მაგრამ ქმედება არ ვიცი, - ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებისთვის“ ლიდერიმა, ნიკა გვარამიამ საქალაქო სასამართლოში, პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, საქმე არის უნიკალური, რადგან დადანაშულებული კი არ არის და მხოლოდ ბრალი აქვს წაყენებული.

არაფერი მაქვს სათქმელი, იმიტომ რომ არაფერი არ არის, ჩემზე კი არა, მე საერთოდაც, მართალი გითხრათ, ფიგურანტები ვინც არიან ამ საქმეში პრაქტიკულად არაფერი არ არის, მესამე პირების ჩხრეკის ოქმებია, მათ შორის ჩემი მეგობრებისაც, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. მე ვერაფერს ვიტყვი იმაზე, რაც უბრალოდ არ ვიცი, რას ეხება, უნიკალურია ეს საქმე ჩემთვისაც კი, რადგან დადანაშაულებულიც კი არ ვარ, მხოლოდ ბრალი მაქვს წაყენებული, არ ვიცი, რა ქმედებაში მედება ბრალი, მუხლი ვიცი, მაგრამ ქმედება არ ვიცი, ვიღაც პოლიციელი აბობს, რომ სადღაც ვიდექი, კი, 26 მაისს რუსთაველზე ვიდგები ასევე, - თქვა გვარამიამ.

პოლიტიკური ლიდერების საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი იწყება. რვა ბრალდებულიდან სხდომაზე ხუთი გამოცხადდა. მოსამართლე თამარ მახარობლიძემ დღეს ადვოკატების მიმართვები უნდა მოისმინოს.

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.