ოპოზიცია ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრას მართავს — განხილვის თემა პოლიტიკური კრიზისია

25.05.26 17:15
ოპოზიცია ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრას მართავს — განხილვის თემა პოლიტიკური კრიზისია

 

 

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციამ თბილისში შეხვედრები დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს, პიტერ ანდრეუსს ხვდებიან. შეხვედრა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მიმდინარეობს. 

 შეხვედრა უკვე გაიმართა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან:

  • „ძლიერი საქართველო - ლელოს“ საგარეო მდივან გრიგოლ გეგელიასთან;
  • „თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძესთან;
  • პარტია „ხალხისთვის“ ლიდერ ანა დოლიძესთან.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, საუბრის მთავარი თემები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობა, ასევე დასავლეთთან ურთიერთობები იქნება.

 

„ძლიერი საქართველოს“ წევრი, გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ ვაშინგტონი საქართველოს საკითხით აქტიურად ინტერესდება და ამერიკული დელეგაციის ვიზიტები ამას პირდაპირ ადასტურებს. გეგელიას თქმით, ოპოზიცია შეხვედრაზე აშშ-ის პოზიციებსა და „ქართული ოცნების“ მიმართ არსებულ მოლოდინებზე კონკრეტული პასუხების მიღებას ელოდება.

 

უპირველეს ყოვლისა, ჩანს ის, რომ აშშ არის დაინტერესებული საქართველოს საკითხით, ეს არის მესამე ვიზიტი ძალიან მოკლე პერიოდის განმავობაში. ეს არის მნიშვნელოვანი სიგნალი, რომ ტრამპი არსად წასულა, პირიქით, სულ უფრო მეტად არის დაინტერესებული იმით, რომ საქართველოში იყოს პოლიტიკური მშვიდობა და იმით, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები და აშშ-ს ეროვნული ინტერესები ამ რეგიონში იყოსძლიერად დაცული. ჩვენ, ა თქმა უნდა, ეხვედრას ახლა ვიწყებთ, ამიტომ ჯერ კიდევ ველით იმას, თუ რა იქნება ამერიკის გზავნილი. ისინი ძალიან კარგად არიან ინფორმირებულები და დღესაც კარგად იქნებიან ინფორმირებული ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ მოველით ძალიან მკაფიო პასუხებს იმ კონკრეტულ საკითხებზე, რაც ახლა დგას. მათ შორის იმაზე, თუ როგორ ხედავს აშშ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაგრძელებას, რას მოითხოვს ის "ქართული ოცნების" რეჟიმისგან და შესაბამისად, როგორ წარიმართება ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება შემდეგ თვეებში, - თქვა გეგელიამ შეხვედრაზე შესვლამდე. 

შეგახსენებთ, რომ პიტერ ანდრეული დღეს უკვე შეხვდა ირაკლი კობახიძეს. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება და იქ კობახიძესთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდნენ.

დღესვე ამერიკული დელეგაცია ენმ-ს წარმომადგენლებს შეხვდება.