"ქართული ოცნება დაშლისკენ მიდის, დიდი აურზაური, დიდი უნდობლობა სუფევს" - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" დაშლისკენ მიდის, პარტიაში კი დიდი აურზაური და უნდობლობა სუფევს. ამის შესახებ მან Facebook live-ში ისაუბრა, სადაც მოქალაქეების კითხვებს პასუხობს.
სალომე ზურაბშვილმა აღნიშნა, რომ ტრაგიკომედიაა, როცა ანტიკორუფციული ბიუროს ყოფილი უფროსი კორუმპირებული მაღალჩინოსნის ადვოკატია და მას იცავს, როდესაც თავად უნდა გამოევლინა ის.
მიდის დაშლისკენ, ეს ნათელი არის, რომ ჩვენ ვართ იმ ბოლო ეტაპზე, რაც კლასიკა არის ასეთი ავტორიტარული რეჟიმების, როცა უკვე შიგნით არის დიდი აურზაური, დიდი უნდობლობა სუფევს ერთმანეთში, უკვე აღარავის არავისი სჯერა და არავის ნდობა არ გააჩნია. უკვე თვითონ "ქართული ოცნება" და თვითონ რეჟიმი, რეჟიმი უფრო აღიარებს კორუფციას, ტავის ყოფილ მაღალჩინოსნებზე, ვიდრე ოპოზიცია, მათ აქვთ "ოცნებაში" მეტი ფაქტები და მტკიცებულებები ამ კორუფციაზე. უცნაურიც აღარ არის ეს მართლა, სადღაც გადავედით ტრაგიკომედიაში, როცა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, ბატონი რაჟდენი გახდა ადვოკატი, რომელიც იცავს კორუმპირებულ მაღალჩინოსანს, რომელიც თვითონ უნდა გამოევლინა თავის დროზე. თვითონ მართალია არავინ არ გამოუვლენია, გარდა იმისა, რომ ოპოზიციას დასდევდა თავიანთ შემოსავლებზე, ჩვეულებრივ შემოსავლებზე და კორუფციაზე არაფერი გაგვიგია ახალი. რაც წავიდა მას მერე მიება ახალი და ახალი საქმეები, რომლებიც ყველა ეხება "ქართულ ოცნებას" მის მიერ დანიშნულ მინისტრებს, პარლამენტარებს და ა.შ.. იმდენი მილიონი დააგროვეს, რომ არ შეუძლიათ იქიდან რამდენიმე გამოყონ დაავადებული ბაშვებისთვის და ეს არის მათი ტრაგედია," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, ლევან ახობაძე მოსამართლე ნანა შამათავამ წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვა.
- გრიგოლ ლილუაშილის ყოფილი მოადგილე სუს-მა დააკავა. სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ბრალი წარედგინა.
სუს-ი ამბობს, რომ ახობაძემ 250 000 ლარის ოდენობის ქრთამი მეწარმისგან სუს-ში, საკუთარ კაბინეტში მიიღო.
ასევე აღსანიშნავია ერთი დეტალი, რომ პროკურატურის განცხადებაში სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის განცხადებისგან განსხვავებით სუს-ის ყოფილი შეფის, გრიგოლ ლილუაშვილის გვარი ნახსენები არ არის, მაშინ, როცა სუს-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქრთამის შესახებ ინფორმირებული იყო ლილუაშვილიც.
- დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სუს-ის მაღალჩინოსნის, ლევან ახობაძის ინტერესებს ანტიკორუფციული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი იცავს.