ოპოზიციურ ალიასს სცენის დადგმასთან დაკავშირებით უარი უთხრეს
ოპოზიციურ ალიასს სცენის დადგმასთან დაკავშირებით უარი უთხრეს - განცხადება ამის შესახებ თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, გოგა მემანიშვილმა გააკეთა.
პოლიციის მაღალჩინოსნის თქმით, აქციის გამართვასთან დაკავშირებით, „ოპოზიციურმა ალიანსმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკორექტირებული განცხადება 1 დღით ადრე შეიტანა, მაშინ როდესაც მემანიშვილის მტკიცებით, 5 დღით ადრე უნდა შეეტანა.
5-დღიანი განხილვის ვადა აქვს, შესაბამისად ჯერ-ჯერობით... მათთვის ეს ცნობილი იყო და წეღან რასაც საუბრობდნენ, თუ 2 თვით ადრე დააანონსეს აქცია შეეძლოთ... დაკორექტირებული განცხადება შემოვიდა, მაგრამ შემოვიდა კანონის დარღვევით, ანუ გუშინ შემოვიდა, დღეს აქციაა. ავტომობილი არაფერ შუაში არ არის, უბრალოდ წერილი რაც მოგვწერეს მაგასთან დაკავშირებით პასუხი ეცნობათ და უარი ეთქვათ, დააკორექტირეს, ხელახლა შემოიტანეს განცხადება. კანონით გათვალისწინებული რაც არის, ჩვენ კანონის შესაბამისად ვმოქმედებთ. არა, რა თქმა უნდა [არ მივცემთ უფლებას]," - განაცხადა გოგა მემანიშვილმა.
კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, უარის მიუხედავად, "ოპოზციის ალიანსის" წარმომადგენლები კვლავ იქ დარჩებიან და ტექნიკის შეტანას შეეცდებიან.
მისი თქმით, როდესაც შსს უშვებს მანიფესტაციის ჩატარებას, მაგრამ გახმოვანების ადგილზე მიტანას არა, "ნიშნავს, რომ მანიფესტაცია პრაქტიკულად აკრძალული გაქვს".
"ჩხუბს და დაპირისპირებას არ ვაპირებთ - თუ ამას გააკეთებენ, ჩვენ აქ ვიქნებით და უარი უნდა გვითხრან იმ სასტუმროს წინ, სადაც საერთაშორისო დელეგაციები არიან"- ამბობს გვარამია.
მანამდე შეტანილზე როცა გაგვცეს [პასუხი], მერე შევიტანეთ, მაგრამ ამ რაღაც რეგალისტურ კამათებში არ შევალთ. აქ სავსებით შესაძლებელია, მათ შორის ხალხის მოძრაობის პირობებშიც ტექნიკა შევიდეს და დადგეს, შევიტანთ და დავაყენებთ სადაც არის.
ჩხუბს და დაპირისპირებას არ ვაპირებთ. აქ ვიქნებით ჩვენ და უარი უნდა გვითხრან, ამ სასტუმროში საერთაშორისო დელეგაციები არიან და მათ თვალწინ, ესეც პასუხი იქნება მათთვის და ესეც მათ დაუჯდებათ ფასი. ოღონდ ჩვენ აქ იმიტომ კი არ მოვდივართ, რომ ფასი დავუჯინოთ, იმიტომ მოვდივართ, რომ გვჭირდება ტექნიკა ხალხთან სალაპარაკოდ. როცა შენ დაუშვებ მანიფესტაციას, მაგრამ გახმოვანებას არა, ნიშნავს, რომ მანიფესტაცია პრაქტიკულად აკრძალული გაქვს.
აქ ხალხი რომ მოვა, მერე რას აპირებენ. აქ ტექნიკით რომ მოვიდეთ ყველანი ერთად, 50 ათასი ადამიანი და მე ყველას ვთხოვ რომ მოვიდეს, რაც უფრო მეტნი ვიქნებით, უფრო ყველაფერი გამოგვივა, მერე რას აკეთებენ, რა უნდა გვითხრან. წარმოუდგენელია ხალხთან ერთად პოლიტიკოსები მოძრაობდნენ, აქ იდგნენ და ერთმანეთთან საუბრის შესაძლებლობა არ ჰქონდეთ იმიტომ, რომ ერთმანეთის არ ესმით.
რევოლუციას რომ ელოდებოდნენ 4 ოქტომბერს არც მაშინ იყო პრობლემა, ნეტა რისთვის შვრებოდნენ ამას, რომ ხალხი შემოუშვეს ბევრი, რომ მერე ყველა ერთად დაეჭირათ? - ახლა ეს დასტურდება, რომ პროვოცირება მოუწყვეს," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ოპოზიციური ალიანსი დღეს 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, საღამოს 19:00 საათზე მსვლელობას გეგმავს.
აქცია სტარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აიღებს და პარლამენტთან დასრულდება.
ოპოზიციური ალიანსის წევრები ამბობენ, რომ პარლამენტის შენობასთან ლიდერების სიტყვით გამოსვლები.