"ოპოზიციის ალიანსი": პოლიციამ ტექნიკით სავსე მანქანა გაიტაცა (ვიდეო)

26.05.26 16:09
"ოპოზიციის ალიანსი": პოლიციამ ტექნიკით სავსე მანქანა გაიტაცა (ვიდეო)

 

 

"ოპოზიციის ალიანსის" ინფორმაციით, პოლიციამ ტექნიკით სავსე მანქანა გასტაცათ. ფაქტი რუსთაველის გამზირზე "რადისონთან" მოხდა. 

ვიდეოს, სოციალურ ქსელში გიორგი პატარაია აქვეყნებს. 

მანქანა ჩამოგვართვეს ახლა, სადაც იყო გახმოვანება, არანაირი დარღვევა არ არის. მოვიდნენ ეს პიროვნებები და წაქიყვანეს. ჩვეულებრივი მოძალადეები ესენი, მანქანა უბრალოდ გაიტაცეს" - ამბობს ვიდეოში პატარაია.

რამდენიმე წუთის წინ აღნიშნულის შესახებ ასევე ინფორმაცია გაავრცელა ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამაც.  

მანქანა ტექნიკით წაგვართვა პოლიციამ! 
მიდით, მიაწექით ქოცებო! ახლა სხვა მანქანებსაც გამოეკიდეთ და ირბინეთ ასე წინ და უკან, უთავმოყვარეო ბანდიტებო!- წერს გვარამია. 

"ოპოზიციის ალიანსს" სცენის დადგმასთან დაკავშირებით უარი უთხრეს - განცხადება ამის შესახებ თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, გოგა მემანიშვილმა გააკეთა. 

პოლიციის მაღალჩინოსნის თქმით, აქციის გამართვასთან დაკავშირებით, „ოპოზიციურმა ალიანსმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკორექტირებული განცხადება 1 დღით ადრე შეიტანა, მაშინ როდესაც მემანიშვილის მტკიცებით, 5 დღით ადრე უნდა შეეტანა.

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, უარის მიუხედავად, "ოპოზციის ალიანსის" წარმომადგენლები კვლავ იქ დარჩებიან და ტექნიკის შეტანას შეეცდებიან. 

მსგავსი სიახლეები