ადმინისტრაცია: ტრამპმა ყაველაშვილს წერილი გამოუგზავნა
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიხეილ ყაველაშვილს წერილი გაუგზავნა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
წერილში, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილის სამსახური ავრცელებს, წერია, რომ მიმდინარე წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ორი ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის.
ტრამპი აღნიშნავს, რომ "ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ქართველ ხალხს ულოცავს ეროვნულ დღესასწაულს".
ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო!
ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს.
ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის. შეერთებული შტატები კვლავაც განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს მდგრადი უსაფრთხოების, თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში," - აღნიშნულია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ წერილში.