დიდი პროტესტის ფონზე სამთავრობო კვარტალში სამართალდამცველების მობილიზებაა

26.05.26 18:23
დიდი პროტესტის ფონზე სამთავრობო კვარტალში სამართალდამცველების მობილიზებაა

დიდი პროტესტის ფონზე სამთავრობო კვარტალში სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა. სპეცრაზმის წარმომადგენლები გამაგრებული არიან როგორც მთავრობის ადმინისტრაციასთან, ისე პარლამენტის შენობასთან და ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე საგარეო საქმეთა სამინისტროს ძველ შენობასთან.

"პირველები" დაინტერესდა, რას უკავშირდება ძალოვანების ასეთი მობილიზება. სამართალდამცველების ნაწილი ამბობს, რომ ეს დაანონსებულ საპროტესტო აქციას უკავშირდება, ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ადგილზე წესრიგს იცავენ. 

რა გეგმა აქვს რეალურად სპცერამზმის ახალ შეფს, ბაადურ შენგელიას, ჯერჯერობით უცნობია. 

მსგავსი სიახლეები