რუსული გეგმა ფაშინიანის წინააღმდეგ და „ივანიშვილის მოდელი" — რა წერია ეფ ეს ბეს საიდუმლო დოკუმენტში

26.05.26 22:16
რუსული გეგმა ფაშინიანის წინააღმდეგ და „ივანიშვილის მოდელი" — რა წერია ეფ ეს ბეს საიდუმლო დოკუმენტში

 

 

რუსული სპეცსამსახურების სავარაუდო საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებას რეგიონში პოლიტიკური სკანდალი მოჰყვა. სომხური მედიის ინფორმაციით, დოკუმენტებში დეტალურად არის გაწერილი გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლების შეცვლა და ვინ რა როლი უნდა შეასრულოს პროცესში — პოლიტიკოსებიდან და ბიზნესწრეებიდან, მედიითა და გავლენის ჯგუფებით დასრულებული.

ყველაზე დიდი რეზონანსი კი იმ ნაწილმა გამოიწვია, სადაც, დოკუმენტის მიხედვით, რუსული სპეცსამსახურები პირდაპირ მიუთითებენ, რომ სომხეთში უნდა იმოქმედონ „2012 წლის ქართული სცენარით“. მათივე გეგმით, ოლიგარქმა სამველ კარაპეტიანმა ძალაუფლება იმავე მოდელით უნდა მოიპოვოს, როგორითაც, დოკუმენტის ავტორების შეფასებით, საქართველოში ბიძინა ივანიშვილი გაძლიერდა.

როგორ აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილის გვარი და 2012 წლის ქართული მოვლენები რუსული სპეცსამსახურების სავარაუდო დოკუმენტებში? ოპოზიციისთვის ეს პირდაპირი მინიშნებაა, რომ 2012 წელს ივანიშვილის პოლიტიკურ პროექტს კრემლი ხელს უწყობდა და ქართველი ოლიგარქიც რუსული სტრატეგიის ნაწილად განიხილებოდა.

სომხური მედია წერს, რომ ხელისუფლების შეცვლის ეს გეგმა საიდუმლო დოკუმენტი იყო და ის არჩევნების წინ გახდა ცნობილი. ბიძინა ივანიშვილის გვარის გამოჩენა რუსული სპეცსამსახურების სავარაუდო მასალებში კი დღეს ივანიშვილის გუნდისთვის განსაკუთრებით უხერხულ თემად იქცა.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები