თსუ-ს პირველ კორპუსთან, სადაც აქციის მონაწილეები იკრიბებიან, სალომე ზურაბიშვილი მივიდა

26.05.26 19:41
თსუ-ს პირველ კორპუსთან, სადაც აქციის მონაწილეები იკრიბებიან, სალომე ზურაბიშვილი მივიდა

 

 

თსუ-ს პირველ კორპუსთან, სადაც აქციის მონაწილეები იკრიბებიან, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ხალხი ერთობისთვისაა ქუჩაში გამოსული.

მინდა ყველას მივულოცო დამოუკიდებლობა, რომელიც არ ითვლის 35 წელს, დამოუკიდებლობა ითვლის 85 წელს, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო ითვლის ამდენს, რადგან ის ოკუპაციის პერიოდი არ ითვლება, რადგან ჩვენი კონსტიტუცია დაუბრუნდა პირვანდელს და უწყვეტია. ეს ხალხი, რომელიც დღეს არის გამოსული, არის ამისთვის, ერთობისთვის, რადგანდ ამოუკიდებლობა ერთობის გარეშე არ არსებობს, დამოუკიდებლობსი დაცვა და აღდგენა ესეც არის დამოკიდებული ერთობაზე და შემართებაზე ამ ხალხის. ჩვენ ვგრძნობთ ამ ენერგიას, რომელიც არის ერთად შეკრებილი და ეს არის მნიშვნელოვანი. ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, შეურაცხმყოფელია ის კადრი, რომელიც დადეს და აერთიანებს მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას და ბიძინა ივანიშვილს.

ძალიან საინტერესოა ის მიუღებელი, შეურაცხმყოფელი კადრი, რომელიც დღეს დადეს, რომელიც აერთიანებს მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას და ბიძინა ივანიშვილს. ეს არის მთავარი შეურაცხყოფა. რაღაცას შეუშვებენ თუ არ შეუშვებენ, რა მნიშვნელობა აქვს, ხალხი აქაა და ხალხი შევა, რადგან რუსთაველი არის ხალხის და ხალხი იქნება რუსთაველზე...

არ შეჩერებულა ეს ცხოვრება, არის როცა ხანგრძლივია ეს პროტესტი, ცხადია, არის მომენტები როცა მეტია, ან ნაკლები, გვახსოვს, შარშან 26 მაისი, შარშან 31 მარტი.

დღეს უკვე, ეს ეროვნული ენერგია მათ დაშლილობას ეჯახება, რადგან დღეს ეს რეჟიმი ჩამოშლის პირასაა, ცოტა კიდევ უნდა გავუძლოთ და ეს ენერგია ამაში დაგვეხმარება",-განაცხადა ზურაბიშვილმა.

ადგილზე უკვე იმყოფებიან "ოპოზიციის ალიანსში" შემავალი პარტიების ლიდერები, წევრები და მხარდამჭერები, ასევე, სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

აქციის მონაწილეები შეკრების შემდეგ მსვლელობით გადაინაცვლებენ პარლამენტთან. 

მსგავსი სიახლეები