ჩვენ გვყავს ძირგამომპალი რეჟიმი, რომელიც ციხის ფეხებზე დგას - გიგა ლემონჯავა
არ არსებობს ძალა, რომელიც ამდენი ხალხის გულწრფელ წყურვილს და ბრძოლას საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის შეაჩერებს, - ამის შესახებ პარტია "დროას" წევრმა, გიგა ლემონჯავამ საპროტესტო მსვლელობის დროს განაცხადა.
მისი თქმით, “ჩვენ გვყავს ძირგამომპალი რეჟიმი, რომელიც არაფერზე აღარ დგას, ციხის ფეხებზე დგას“.
მათ დარჩათ არის რეპრესიული აპარატი, რომელიც ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაუძლებს ამდენი ხალხის გაუტეხელ ბრძოლას, - თქვა მან.
არ არსებობს ძალა, რომელიც ამდენი ხალხის გულწრფელ წყურვილს და ბრძოლას საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის შეაჩერებს. ჩვენ გვყავს ძირგამომპალი რეჟიმი, რომელიც არაფერზე აღარ დგას, ციხის ფეხებზე დგას და ერთადერთი ძალა, რაც მათ დარჩათ არის რეპრესიული აპარატი, რომელიც ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაუძლებს ამდენი ხალხის გაუტეხელ ბრძოლას. მინდა, მოვიკითხო პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც განასახიერებენ, ასიმბოლოვებენ ჩვენ ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ვიცით, რომ ერთი თაობის უმოქმედობდაც კი საკმარისია, რომ დამოუკიდებლობა დავკარგოთ, ეს ხალხი არის სიმბოლო იმის, რომ ჩვენ ვართ თაობა, რომელიც არ კარგავს დამოუკიდებლობას,- განაცხადა ლემონჯავამ.