"ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ გუშინდელი აქციის შესახებ არ სმენიათ
გუშინდელი მრავალათასიანი აქციის შემდეგ "ქართული ოცნებაში" აცხადებენ, რომ პროტესტის შესახებ არაფერი იციან. ივანიშვილის გუნდის ნაწილი ამტკიცებს, რომ აქციის შესახებ არ სმენიათ, რადგან გარკვეული საქმეებით იყვნენ დაკავებულები.
გუშინ დასავლეთში ვიყავი, სამეგრელოში. რა ვქნა, დელეგატი ვარ ოთხი მუნიციპალიტეტის და არ მინახავს ჯერ არაფერი, გვიან ჩამოვედი ძალიან, - ამბობს "ოცნების" წევრი.
არა, არ მიდევნებია თვალი, აუცილებელი იყო?, - ამბობს "ოცნების" კიდევ ერთი წარმმადგენელი.
ბეჟან წაქაძე კი ამტკიცებს, რომ გუშინ აქციაზე მაქსიმუმ 7 ათასი კაცი იყო გასული. დეპუტატი ამბობს, რომ მოქალაქეები აქციებზე "ტყუილად" დადიან.
აქცია იყო ჩვეულებრივი. იყო ალბათ 5-6 ათასი, მაქსიმუმ 7 ათასი კაცი, გამოხატეს თავისი აზრი და დაიშალნენ, მაგრამ ტყუილად დადიან. ერთი წელია ემზადებიან და ცოტა მეტიც უნდა გამოსულიყვნენ. პროტესტი ყველა ქვეყანაშია, კი, ბატონო, იმიტომ არის კანონი მიღებული, რომ გამოვიდნენ და გააპროტესტონ, მერე, რა?, - ამბობს ბეჟან წაქაძე.
ლადო ბოჟაძე კი ოპონენტებს ურჩევს, ორი წელიც მოიცადონ და "არჩევნებიც მოვა".
აქცია რომ გაიმართა ვიცი მედიიდან. გუშინდელი დღეც რადიკალურმა ოპოზიციამ ჩათვალა საჭიროდ, რომ განსხვავებული პოზიციების და არა ერის გამაერთიანებელი, არამედ პოლარიზაციის გაღრმავების თარიღად ქცეულიყო. კიდევ ორი წელი დაელოდონ და მოვა არჩევნებიც, ჩვენ კონსტიტუციურ ვადებს ხომ ვერ დავარღვევთ?, - აბობს ლადო ბოჟაძე.