პაპუაშვილი დასანქცირებულ ქართულ კომპანიებზე: ბრიტანეთმა მიაკვლია იმიტომ, რომ ჩვენმა საგამოძიებო უწყებებმა მიაკვლიეს

27.05.26 12:22
პაპუაშვილი დასანქცირებულ ქართულ კომპანიებზე: ბრიტანეთმა მიაკვლია იმიტომ, რომ ჩვენმა საგამოძიებო უწყებებმა მიაკვლიეს

შალვა პაპუაშვილი ბრიტანეთის მიერ სამი ქართული კომპანიის დასანქცირებაზე კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ბრიტანეთმა აღნიშნულ კომოანიებს მიაკვლია იმიტომ, რომ "ჩვენმა საგამოძიებო უწყებებმა მიაკვლიეს". 

როდესაც არის სამართლიანი ბრიტანეთის გადაწყვეტილებები, იქ ქართული გადაწყვეტილებებიც არის ხოლმე - უთხრა დღეს მედიას პარლამენტის თავმჯდომარემ.  

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, იმ მიმართულებით, რასაც ბრიტანეთმა მიაკვლია, გამოძიება მიდის და შესაბამისი პირებიც არიან დაკავებულები.

სწორედ იმიტომ მიაკვლია ბრიტანეთმა, ჩვენმა საგამოძიებო უწყებებმა რომ მიაკვლიეს. ნახეთ ეროვნული ბანკის განცხადებაც ამ სამ ორგანიზაციასთან დაკავშირდებით. ისინი ოპერირებდნენ ეროვნული ბანკის გვერდის ავლით და მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, რაც შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს ეცნობა კიდევაც ეროვნული ბანკის მხრიდან, გამოძიებაც მიდის, დაკავებულიცაა ადამიანი. იმის გამო, რომ ეროვნულმა ბანკმა აღმოაჩინა, რომ ხდებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციების დარღვევით მოქმედება, ამაზე გამოძიებაც მიდის, პასუხისგებაშიც არიან პირები მიცემული და სწორედ ამის გამოა, რომ ბრიტანეთმაც გაიგო სწორედ ამ გამოძიებიდან გამომდინარე.

2025 წლის სექტემბერში იქნა ეს ცნობილი ეროვნული ბანკისთვის. შემდეგ ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს. ისინი არიან პასუხისგებაში მიცემული საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, სანქციების გვერდის ავლისთვის ჩვენს კანონმდებლობაში სისხლის სამართლებრივი პასუხისგება არაა. ეს იყო საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, რაც ამავე დროს როგორ ბრიტანეთმა დაადგინა, მათ სანქციებსაც არღვევს. გარდა ამისა, 2 ათასზე მეტი ტრანზაქცია გააჩერა საქართველომ, რომელთაგანაც ზოგიერთი ევროპიდან მოდიოდა, ტვირთის გადაზიდვები და ა.შ. სადაც ჩართულები იყვნენ ან სანქცირებული კომპანიები, ან სანქცირებული ტვირთები ან სანქცირებული მიმღებები. საქართველო აღმოჩნდა ბოლო ბარიერი, რომელმაც ევროპიდან გამოპარული ტვირთები გააჩერა. ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ საქართველო კეთილსინდისიერად ასრულებს სიტყვას, რომ არ იქნება ადგილი, სადაც მოხდება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლა. სწორედ ამისი დასტურია მათ შორის ეს ფაქტიც. გამოჩნდა ის, რომ როდესაც არის სამართლიანი ბრიტანეთის გადაწყვეტილებები, იქ ქართული გადაწყვეტილებებიც არის ხოლმე. ამიტომ ასე უნდა შეხედოთ შემდეგ ჯერზეც რამდენად დაემთხვევა ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებები საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს. იქ სადაც დაემთხვევა, ის იქნება სამართლიანი, სადაც არ დაემთხვევა, ეს იქნება უსამართლო“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები