ბატონი პეტერი (ფიშერი) ზიზღის ესკადრონების ფიცს იბარებს ხოლმე - პაპუაშვილი

27.05.26 12:43
ბატონი პეტერი (ფიშერი) ზიზღის ესკადრონების ფიცს იბარებს ხოლმე - პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილის მორიგი იერიში გერმანიის ელჩზე - პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ პეტერ ფიშერი "ზიზღის ესკადრონების ფიცს იბარებს" და მან საკუთარი ადგილი ამიტომ ვერ დაინახა საქართველოს არმიასთან და ამიტომ არ ესწრებოდა 26 მაისის ღონისძიებაზე. 

პაპუაშვილი ვარაუდობს, რომ ღონისძიების მოსაწვევი ისევე როგორც დიპლომატიური კორპუსის ყველა წარმომადგენელს, გერმანიის ელჩსაც გაეგზავნებოდა  - "მე მგონი, პეტერ ფიშერის სურვილიც არ იქნებოდა 26 მაისის ღონისძიებაზე დასწრება"

„რა თქმა უნდა, ყველას გაეგზავნებოდა [მოსაწვევი]. მე მგონი, მისი სურვილიც არ იქნებოდა [ღონისძიებაზე დასწრება], იმიტომ, რომ გუშინ იქ ვიდექით ქართულ ჯართან ერთად და ვისმენდით ქართული ჯარის ფიცს. მთელმა საზოგადოებამ ჩავიბარეთ წვევამდელებისგან ქართული არმიის ფიცი, ხოლო ბატონი პეტერი ზიზღის ესკადრონების ფიცს იბარებს ხოლმე. ის არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც საქართველოში აქეზებს, მხარს უჭერს და ამართლებს ზიზღს, სიძულვილის ენას, ძალადობას. ასე რომ მან ალბათ, თავისი ადგილი უფრო ზიზღის ესკადრონებთან დაინახა, ვიდრე საქართველოს არმიასთან. მე არ ვარ ორგანიზატორი, მაგრამ ვვარაუდობ, რომ რა თქმა უნდა, ყველას გაეგზავნებოდა [მოსაწვევი],“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები