მოკლული მასწავლებლის საქმე - პროკურორის თქმით, შესაძლოა, სამართლებრივი დევნა შსს-ს ექს-მაღალჩინოსნის შვილის მიმართაც დაიწყოს
გიგა ავალიანის მკვლელობსი საქმე - შესაძლოა შსს-ს ყოფილი მაღალჩნოსნის, მერაბ მალანიას ვაჟი, გიორგი მალანია საბრალდებო სკამზე დაჯდეს.
როგორც საქმის პროკურორი, ქეთი სონიძე "პირველებთან" ამბობს, გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, სწორედ გიორგი მალანიამ მისცა გიგა ავალიანის მისამართი მკვლელობაში მსჯავრდებულს, ალექსანდრე გაბაშვილს.
ამ ეტაპზეც აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და შესაძლებელია, მივიღოთ გადაწყვეტილება მომავალში სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე ერთი ან რამდენიმე პირის მიმართ - განაცხადა პროკურორმა.
მალანია გამოძიების პროცესში გამოყოფილ საქმეში არაერთხელ გამოიკითხა, ისევე როგორც ჩატარდა სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ამ ეტაპზეც აქტიურად მიმდინარეობს აღნიშნული მოქმედებები და შესაძლებელია, მივიღოთ გადაწყვეტილება მომავალში სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე ერთი ან რამდენიმე პირის მიმართ. მალანია იყო ის პირი, რომელიც ამ ცენტრში ემზადებოდა, ნია იმნაძის ჯგუფელი იყო. ისინი ერთად დადიოდნენ მოსამაზადებლად გიგა ავალიანთან, შესაბამისად, იცოდა გიგა ავალიანის საცხოვრებელი და სამუშაო მისამართი, იცოდა მისი გადაადგილების მარშრუტი, სამსახურის გრაფიკი და ა.შ. ამიტომ გაჩნდა ეჭვი და აზრი, რომ შესაძლებელია მალანიამ მისცა მისამართი ალექსანდრე გაბაშვილს, რომელი მისამართითაც მიაგნო მან მომავალ მსხვერპლს და ჩაიდინა დანაშაული. სწორედ ამ საკითხზე მუშაობს გამოძიება, ჰქონდა თუ არა რაიმე წვლილი შეტანილი ამ დანაშაულში გიორგი მალანიას", - აცხადებს ქეთი სონიძე.
- შეგახსენებეთ, რომ გიგა ვალიანის დედა, ეკა კუპატაძე დიდი ხანია გიორგი მალანიას დაკავებას ითხოვს.
დღეს გიგა ავალიანის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული დემეტრე ჩიქოვანი და დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო დაკავებული ანა ნასყიდაშვილი, მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ დამნაშავედ ცნო.
გამომდინარე იქიდან, რომ ორივე ბრალდებული არასრუწლოვანია, მოსამართლე პატიმრობის წლებს შემდეგ სხდომაზე, 2 ივნისს გამოაცხადებს.
- ცნობისთვის, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა 8 აპრილს მთავარ ბრალდებულს, ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს [ავალიანზე ძალადობას მობილურით იღებდა] 14- 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. დემეტრე ჩიქოვანს კი 9 წლით.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, გაბაშვილი და რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა 6 თვეს მოიხდიან, დემეტრე ჩიქოვანი კი 6 წელსა და 9 თვეს.
ვის რას ედავებოდა გამოძიება?
- ალექსანდრე გაბაშვილი - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა; ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა.
- გიორგი რიკაძე - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა; ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა (გიგა ავალიანისა და კიდევ ოთხი ეპიზოდი).
- დემეტრე ჩიქოვანი - ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობა (გიგა ავალიანის ეპიზოდი); ჯგუფური ძალადობის ორგანიზება (გიგა ავალიანისა და კიდევ ოთხის ეპიზოდი).
რა მოხდა 2025 წლის პირველ ოქტომბერს?
საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.