Anadolu: თურქეთის საგარეო მინისტრი მაკა ბოჭორიშვილს ბათუმში მომხდარზე ესაუბრა

27.11.26 00:36
Anadolu: თურქეთის საგარეო მინისტრი მაკა ბოჭორიშვილს ბათუმში მომხდარზე ესაუბრა

თურქული მედიასაშუალებების ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შორის საუბარი შედგა.

როგორც თურქეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო Anadolu წერს, მხარეებმა ბათუმში განვითარებული მოვლენები განიხილეს.

თურქული მედიის ცნობითვე, სატელეფონო საუბარი გაიმართა ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებს, მუსტაფა ჩიფთჩისა და სულხან თამაზაშვილს შორისაც. 

მსგავსი სიახლეები