ქართველი ქალი პოლიტიკოსები ევროპარლამენტის ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის კომიტეტის დელეგაციას შეხვდნენ

27.05.26 18:45
ქართველი ქალი პოლიტიკოსები ევროპარლამენტის ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის კომიტეტის დელეგაციას შეხვდნენ

ქართველი ქალი პოლიტიკოსები ევროპარლამენტის ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის კომიტეტის დელეგაციას შეხვდნენ. 

შეხვედრაზე ქვეყანაში ქალი აქტივისტებისა და პოლიტიკოსების დევნა განიხილეს. ასევე საუბარი შეეხო რეპრესიულ კანონებს, რომელსაც "ქართული ოცნება" იყენებს. 

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე ამბობს, რომ "ოცნებამ" ქალთა მიმართულებით კატასტროფული უკუსვლა განიცადა და ვითარება, სავარაუდოდ, კიდევ გაუარესდება. 

"ქართულმა ოცნებამ" განიცადა კატასტროფული უკუსვლა ქალთა მიმართულებით - ერთ დროს, მიიღეს კვოტების შესახებ კანონი, ბევრი რამე გააკეთეს ქალებთან დაკავშირებით, მაგრამ წლების განმავლობაშ, ბოლო წლებია, სერიოზული დევნა, სიძულვილი და ზიზღია კონკრეტულად ქალების, ქალი აქტივისტების მიმართ, ქალი პოლიტიკოსების მიმართ. ვითარება ალბათ გაუარესდება და დღეს ამაზე იყო საუბარი იმიტომ, რომ არავითარი ატანა ირაკლი კობახიძეს ადამიანებისა, ქალებისა, რომლებსაც აქვთ ხერხემალი, არ აქვს," - ამბობს ანა დოლიძე. 

"ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრის, ნინო სულაძის თქმით, შეხვედრაზე დასახული იქნა ის კონკრეტული მიმართულებები, რომლებიც კონკრეტულ ქალებს ეხება, ვინც "ქართული ოცნების" მხრიდან შევიწროებულია და ვისაც ქვეყანაში საკმაოდ მძიმე პირობებში უწევთ არსებობა. 

იქნა დასახული ის კონკრეტული მიმართულებები, რომლებიც ეხება თუნდაც იმ კონკრეტულ ქალბატონებს, რომლებიც არიან პოლიტიკურად დევნილები, რომლებსაც "ქართული ოცნება" ავიწროებს და საკმაოდ მძიმე პირობებში უწევთ მათ ქვეყანაში არსებობა. განსაკუთრებული ყურადღება იყო გამახვილებული მარტოხელა დედებზე, მრავალშვილიან ქალებზე, რომლებსაც არანაირი კონკრეტული პროგრამები არ გააჩნიათ ჩვენ ქვეყანაში. შევეხეთ ემიგრანტ ქალებსაც, რომელტა გადინებაც ხდება მთელი ქვეყნის მასშტაბით და ძალიან სავალალო მდგომარეობაშია ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა," - თქვა ნინო სულაძემ. 

პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, ევროპარლამენტის ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის კომიტეტის დელეგაციის წევრებმა კარგად იციან რა მდომარეობაა ქვეყანაში. 

ჩვენს პარტნიორებს და სტუმრებს ესმით, რომ ვითარება იმდენად მძიმე და რთულია, რომ ზოგად პოლიტიკურ ვითარებასაც შევეხეთ და ზოგადად ადამიანის უფლებების მდგომარეობას, რაც შეეხება ქალთა უფლებებს - დაწყებული იმით, რომ აბსოლუტურად ყველაფერი, მათი მიღწევები "ოცნებამ" გააუქმა, გააუქმა საბჭო პარლამენტში ქალთა უფლებების გენდერული, გააუქმა საბჭოები ადგილობრივ თვითმმართველობაში, გააუქმა კვოტირება , ქალთა მიმართ ძალადობას თუ ებრძოდა ახლა ამ დეპარტამენტს აფუჭებს. ჩვენმა პარტნიორებმა იციან, რა ვითარება არის მაგალითად ქალ ჟურნალისტებთან მიმართებით, იგივე მზია ამაღლობელს  არაერთი ღონისძიება მიეძღვნა ევროპარლამენტში," - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.