"ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო" - ელენე ხოშტარიას წერილი
კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია საპატიმროდან წერილს ავრცელებს და გუშინ, 26 მაისს ჩატარებულს მასშტაბურ საპროტესტო აქციას ეხმაურება.
დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს და "ამ დღისთვის შესაფერის ღირსეულ საპროტესტო აქციას" ულოცავს.
ყველას გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და ამ დღისთვის შესაფერის ღირსეულ საპროტესტო აქციას!
ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო. ჩვენთვის, პოლიტიკოსებისთვის, თვითკმაყოფილების დრო, რა თქმა უნდა, არ არის, ახლა არის ძალიან ბევრი შრომის დრო.
აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანია იმ მანქანის მძღოლის გვერდში დადგომა, რომელმაც მარშის დროს აპარატურა შემოიტანა. ეს არის პრინციპის საკითხი, რომ ამ ადამიანს არანაირი ტვირთი არ დააწვეს და მასზე ჯოხი არ გადატყდეს. ჩემი მხრიდან, მე ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. თქვენ კი, მადლობა, ასეთი გულისხმიერი და მყისიერი მოქმედებისთვის.
ბოლომდე!" - წერს ელენე ხოშტარია.
მოქალაქეები იმ მძღოლის დასახმარებლად ერთიანდებიან, რომელსაც, გუშინ, აქციის შემდეგ აპარატურა ოფისში გადაჰქონდა.
სოციალურ ქსელში დაჯარიმებული მძღოლის დასახმარებლად კამპანია მიმდინარეობს.
ავტომობილის მძღოლი პოლიციამ ღამით ნიკოლაძის ქუჩაზე გააჩერა, 1000 ლარით დააჯარიმა და მმართვის მოწმობა ერთი წლით ჩამოართვა.