საქართველოში "ტრამპ თაუერი" სანქცირებული ივანიშვილის შვილის მიწაზე აშენდება - რა ეჭვებზე საუბრობს ოპოზიცია

27.05.26 21:43
საქართველოში "ტრამპ თაუერი" სანქცირებული ივანიშვილის შვილის მიწაზე აშენდება - რა ეჭვებზე საუბრობს ოპოზიცია

მიწა, რომელზეც "ტრამპ თაუერი" აშენდება, ივანიშვილის შვილის საკუთრებაა - ამ სათაურით აქვეყნებს "გარდიანი" სტატიას. გავლენიანი ბრიტანული გამოცემა წერს, რომ ამერიკის პრეზიდენტის სახელობის ცათამბჯენები ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, "ფონდ ქართუს" საკუთრებაზე შენდება. მიწა ისევ ფონდის საკუთრებაშია, მომავალ მესაკუთრედ კი ძმები ფხაკაძეების კომპანია ითვლება. "ქართუ ფონდის" ძირითადი მფლობელი  უტა ივანიშვილია - ის თავად სანქცირებული არ არის, მაგრამ ამერიკამ დაასანქცირა ბიძინა ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ მუშაობის გამო. 

ოფიციალური ჩანაწერების თანახმად, საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, დაგეგმილი ტრამპის ცათამბჯენი იმ მიწაზე აშენდება, რომელიც ამჟამად ამერიკის მიერ სანქცირებული ლიდერის შვილის საკუთრებაშია. ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ფართოდ არის აღიარებული, როგორც საქართველოს მთავრობის ფაქტობრივი ლიდერი, ბაიდენის ადმინისტრაციამ 2024 წელს აშშ-ს სანქციების ქვეშ მოაქცია. ტრამპის ორგანიზაციასა და ივანიშვილის ოჯახს შორის კავშირები ახალ შეშფოთებას გააჩენს ინტერესთა შესაძლო კონფლიქტზე, რომელიც ჩნდება მაშინ, როცა აშშ-ის პრეზიდენტის სახელს იყენებენ დეველოპერები საცხოვრებელი კომპლექსების გასაყიდად.

ბრიტანული გამოცემის ყურადღების ცენტრში თბილისში ტრამპთაუერის მშენებლობა ინტერესთა კონფლიქტის გამო მოექცა. სწორედ პოლიტიკა ხდის განსაკუთრებით საინტერესოს თითქოს ახალ ინვესტიციას.

ეკონომისტები დარწმუნებულები არიან, რომ ტრამპთაუერი რეალურად პოლიტიკური პროექტია, ბიძინა ივანიშვილს სანქციებისგან თავის დაცვა ისევ სჭირდება და იმედოვნებს, ტრამპთან მისი სახელის გამოჩენით მაინც გადადგამს ნაბიჯს წინ ამერიკასთან ურთიერთობაში.

"ტრამპ თაუერი" ივანიშვილის მიწაზე აშენდება - ლიკა ჯანყარაშვილის სპეციალური რეპორტაჟი