ამერიკის სანდო მოკავშირიდან ირანის პარტნიორობამდე - რუბიოს სომხეთში ვიზიტის პარალელურად The Washington Post საქართველოს შესახებ წერს
შტატების ყოფილი მოკავშირე ირანის გავლენის ორბიტაზე გადადის- ამ სათაურის სტატიას The Washington Post აქვეყნებს. გავლენიანი ამერიკული გამოცემაა პირდაპირ წერს, რომ "ოცნების" ხელისუფლება, რომელიც ვაშინგტონის სანდო მოკავშირედ ითვლებოდა, სულ უფრო მეტად ხდება ანტიამერიკული. სტატიას გამოცემა, რუბიოს სომხეთის ვიზიტით იწყებს, რაც თეთრი სახლის მაღალ ინტერესს სამხრეთ კავკასიის მიმართ ადასტურებს, თუმცა არა საქართველოს გავლით.
The Washington Post - ის სტატიას დღეს ირაკლი კობახიძემ ზუგდიდიდან უპასუხა. "ქართული ოცნების" ლიდერი ემუქრება მკვლევარს, რომელმაც საქართველოში ირანული გავლენების გაძლიერების შესახებ ვრცელი კვლევა გამოაქვეყნა. გასულ კვირას კი ამ კვლევაზე ვაშინგტონში დიდი განხილვა დაეთმო.
ოპოზიციის შეფასებით, იმ დროს როდესაც "ქართულ ოცნება" შტატებთან ურთიერთობების კრიზისს ყველას აბრალებს, საკუთარი პოლიტიკის გარდა, ვაშინგტონი რეგიონში ახალ მოკავშირეებთან ურთიერთობებს აღრმავებს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივანი სომხეთში ჩავიდა, თუმცა თბილისი მარკო რუბიოს კავკასიური ტურნეს მიღმა აღმოჩნდა.