ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტის პასუხი კობახიძეს: ფაქტები არ იცვლება ტრაბახითა და მუქარით

27.05.26 23:12
ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტის პასუხი კობახიძეს: ფაქტები არ იცვლება ტრაბახითა და მუქარით

ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, ჯონ უოლტერსი ირაკლი კობახიძეს პასუხობს.

ჯონ უოლტერსი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ირაკლი კობახიძეს მიმართავს და წერს, რომ ფაქტები "ტრაბახითა დ მუქარით არ იცვლება". 

საქმე ეხება გიორგი კანდელაკის შესახებ კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

ბატონო კობახიძე, ჰადსონის ინსტიტუტი ამ ანგარიშის გამომცემელია. როგორც ჰადსონის პრეზიდენტი, მე მხარს ვუჭერ კვლევასა და დასკვნებს. ფაქტები არ იცვლება ტრაბახითა და მუქარით. თქვენ არ ხართ "ქართული ოცნება" - თქვენ ხართ ქართული ოცნების გამანადგურებელი," - წერს ჯონ უოლტერსი. 

მანამდე ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

ქართველი ხალხის, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მთავრობის წინააღმდეგ თავდასხმების ახალი მცირე ტალღა დაიწყო. [უცხოელი] აგენტები პირდაპირ არიან ჩართულნი ამაში, მათ შორის ეს კონკრეტული ადამიანი, რომელიც ღალატის ფორმულაა - ბატონი კანდელაკი.

ჩვენ ვიცით მისი წარსული საქმიანობის შესახებ, ვიცით, რას აკეთებს ის დღეს. არ ვიცი, შესაძლოა, ამ ფაქტთან დაკავშირებით სამართლებრივი რეაგირებაც არ იყოს შეუსაბამო, თუმცა ეს ჩემი პასუხისმგებლობა არ არის - ეს შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების პასუხისმგებლობაა," - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე ამ განცხადებით, პროსამთავრობო მედიის კითხვას პასუხობდა ჰადსონის ინსტიტუტის მიერ გიორგი კანდელაკის თანაავტორობით დაწერილ ანგარიშთან დაკავშირებით საქართველოში ირანის გავლენის შესახებ და Washington Post-ის სარედაქციო სტატიის შესახებ, რომელიც ამ საკითხს ეხებოდა.