"რაც შეეხება ჩამოსვლისა და ღალატის საკითხს... ნიკა მელია არაფერ შუაშია" - მიხეილ სააკაშვილი
"რაც შეეხება ჩამოსვლისა და ღალატის საკითხს... ნიკა მელია არაფერ შუაშია" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშილი წერს.
მისი განმარტებით, ადამიანს, რომელიც მან იგულისხმა, უმრავლესობა საერთოდ არ იცნობს - "ჩემი ლოჯისტიკის საქმის კურსში მელია საერთოდ არ იყო".
მინდა ყველას ვუთხრა, რაც შეეხება ჩამოსვლისა და ღალატის საკითხს, ეს არ ეხება არცერთ მოქმედ აქტიურ პოლიტიკოსს და უნდა შეწყდეს ამაზე სპეკულაცია. როცა დრო მოვა აუცილებლად დავასახელებ იმ კაცს.
ვიღაცებმა ეჭვი მიიტანეს ნიკა მელიაზე, ის არაფერ შუაშია. ჩემი ლოჯისტიკის საქმის კურსში მელია საერთოდ არ იყო. მელიას შეცდომა ის იყო, რომ მან გუშინდელ აქციაზე ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქცია დაშალა და ხალხი არჩევნებზე გადართო, არადა თბილისში არჩევნების მოგება შეუძლებელი იყო ჩემი გათავისუფლების გარეშე.
ასე რომ შევეშვათ ერთმანეთზე ეჭვიანობას და რაც შეეხება იმ კაცს ვინც მე ვიგულისხმე, იმას უმრავლესობა საერთოდ არ იცნობს," - წერს მიხეილ სააკაშვილი.