TI: რატომ გაასაიდუმლოეს 8 ოპოზიციონერის სასამართლო პროცესი?

28.05.26 10:38
TI: რატომ გაასაიდუმლოეს 8 ოპოზიციონერის სასამართლო პროცესი?

45 ტომი რელევანტური და სარწმუნო მტკიცებულებების გარეშე: რატომ გაასაიდუმლოეს 8 ოპოზიციონერის სასამართლო პროცესი? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" განცხადებას. 

TI-ის შეფასებით, ბრალდების 45-ტომიან საქმეში არცერთი რელევანტური და სარწმუნო მტკიცებულება არ დევს, მაგრამ ამ პროცესის მიზანი სამართლის პოვნა არც არასდროს ყოფილა.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საქმეში მტკიცებულებების ნაცვლად შეტანილია მედია-წყაროები, ფეისბუქ სტატუსები და ერთმანეთთან დაუკავშირებელი ფინანსური დოკუმენტები.

შემთხვევითი არ არის, რომ ამ სისხლის სამართლის საქმის პარალელურად, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოში 4 ყველაზე გავლენიანი პარტიის აკრძალვას ითხოვს.

დახურულ კარს მიღმა მიმდინარე სასამართლო პროცესი ქმნის საშიშ პრეცედენტს: ხვალ ნებისმიერი მოქალაქე, ვინც ხელისუფლებას გააკრიტიკებს, შეიძლება ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ გამოაცხადონ"- წერს ორგანოზაცია. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მიმდინარეობს 8 პოლიტიკური ლიდერის ბრალდების საქმის განხილვა. საქმეს მოსამართლე თამარ მახარობლიძე განიხილავს, ხოლო პროკურორები ანი ხუბეჯაშვილი და ლაშა კოტრიკაძე არიან.

TI-ის განცხადება სრულად ნახეთ აქ