აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა შეხვედრა გამართეს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა შეხვედრა გამართეს.
ნიკა გვარამიამ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ და გიგა ლემონჯავამ ამერიკელ მაღალჩინოსნებთან ქვეყანაღი არსებული პოლიტიკური კრიზისის შესახებ ისაუბრეს.
პიტერ ანდრეოლსს ინფორმაცია მიაწოდეს სინდისის და პოლიტიკური პატიმრების, რეპრესიულად შეფასებული კანონების და სისტემურად შეფასებული ძალადობის ფაქტების შესახებაც.
ნიკა გვარამიამ შეხვედრის დაწყებამდე "პირველებთან" გეიპოლიტიკური დიდი პროერქტების მიზანმიმართულად გაჩერებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ამას "ოცნება" რუსეთის საამებლად აკეთებს:
აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ დემოკრატიის ნგრევა ამ ქვეყანაში მათ შორის იმიტომ მიმდინარეობს, რომ არავითარი გეოპოლიტიკური დიდი პროექტები არ შედგეს, რომელიც რუსეთს დააზიანებს: ასეთია მაგალითად, ანაკლია. საქართველოს, როგორც ლოჯისტიკური დერეფნის განვითარება, რაც უნდა უპოზიციას და რაც დაიწყო თავის დროზე წინა ხელისუფლებამ და რაც ბიძინა ივანიშვილის დავალებაა, არ შედგეს. ამიტომ ძალიან ნათლად, გადამოწმებადი კრიტერიუმებით თუ მივუდგებით, ვნახავთ, რომ ეს არ მოხდება ბიძინა ივანიშვილის ხელში.
არ არსებობს არცერთი ჭკუათმყოფელი, დასავლელი ინვესტორი, რომელიც ფულს ჩადებს ან ოპერირებას დაიწყებს იქ სადაც არის ინფილტრაცია დასავლეთის მტრების ძალიან მაღალ დონეზე, სადაც არ არის დემოკრატია, არ არის სასამართლო, არ არის სტაბიკურობა და ასე შემდეგ"- აცხადებს ნიკა გვარამია.
შეხვედრის შემდეგ, მედიასთან კომენტარი ზურა ჯაფარიძემ გააკეთა.
"იმაზე ლაპარაკი საერთოდ არ ყოფილა, რომ ვაშინგტონსა და ქართულ ოცნებას შორის რაღაც ნორმალიზება მოხდეს. საუბარი იყო, რა არის საქართველოს ინტერესები, ასევე ამ ქვეყანასა და ამ რეგიონში რა არის აშშ-ს ინტერესები და როგორ შეიძლება ამ ინტერესების ერთობლივად დამთხვევა და გატარება [...] ამის წინაპირობაა, რომ ქვეყანაში უნდა იყოს დემოკრატია, დამოუკიდებელი სასამართლო, კანონის უზენაესობა. როცა ლაპარაკია აშშ-ს ინტერესებზე - ამ ადმინისტრაციის პირობებში მეტწილად საუბარია აშშ-ს ეკონომიკურ ინტერესებზე, ამას სწორედ დამოუკიდებელი სასამართლო და კანონის უზენაესობა სჭირდება, რაც ლიბერალური დემოკრატიის საფუძვლებია და რაც არ გვაქვს. ჩვენი გზავნილიც ეს იყო, რომ ჩვენც ამისთვის ვიბრძვით [...]
სულ ცოტა ხნის წინ, აშშ-ს 10-წლიან ვიზას იძლეოდნენ, დღეს კი 1-თვიანი ვიზა რომ აიღო, აშშ-ში ერთი შესვლით, დეპოზიტზე 15 000 დოლარი უნდა გქონდეს. ურთიერთობა ასეთი გაუარესებულია. ამ ყველაფერზეც იყო ლაპარაკი". - თქვა ჯაფარიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია საქართველოში 24 მაისს ჩამოვიდა. დელეგაციის წევრებს შორის არიან სახელმწიფო მდივნის აპარატის თანაშემწე ჩარლზ იოქი და ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი პიტერ ანდრეოლი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ ოპოზიციის ნაწილს, ხელისუფლების წარმომადგენლებს. ასევე, შეხვედრა გამართეს საპატრიარქოში.