[ღირსების ორდენები] ღირსეულ პოლიციელებს გადაეცათ - "ოცნების" დეპუტატი
"[ღირსების ორდენები] ღირსეულ პოლიციელებს გადაეცათ" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ზვიად შალამბერიძემ TV პირველის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"პირველების" ჟრნალისტი დაინტერესდა, ღირსების მედლების გადაცემით, წაახალისა თუ არა ყაველაშვილმა პოლიციელები მოქალაქეებზე ეძალადათ.
- 2025 წლის 30 იანვარს მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდერით დააჯილდოვა შსს-ს მაღალჩინოსნები, მათ შორის, გდდ-ს სანქცირებული მაღალჩინოსნები, რომლებიც საპროტესტო აქციების დარბევაში იყვნენ ჩართულები.
"ბევრი ღირსეული პოლიციელი მუშაობს... ნუ ცდილობთ, რომ დააკნინოთ მათი უფლებები და ვალდებულებები. მთავარი არის, რეაგირება და პრემიერმა გააკეთა მაგაზე გუშინ განცხადება... [ქართულ ოცნებას პოლიციელების მხრიდან ძალადობა] არც წაუხალისებია და არც წაახალისებს... [ღირსების ორდენები] ღირსეულ პოლიციელებს გადაეცათ" - თქვა მან.
დღეს, 28 მაისს, პროკურატურამ გორში, „კომბინატის დასახლებაში“ მოქალაქეზე ძალადობის საქმეზე ექვსი პოლიციელი დააკავა. ძალადობაში მხილებულ პოლიციელებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
მათ წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით). მუხლს დაკავებულის ადვოკატი და სხვა იურისტები არ ეთანხმებიან და მის გადაკვალიფიცირებას მოითხოვენ.
30 წლამდე კაცს პოლიცია ჯგუფურად გუშინ გაუსწორდა, ნაცემია პაპუნა ლოცულაშვილს მეგობარიც.